ბოიანი წლის საუკეთესო ახალაზრდა სპორტსმენად დაასახელეს

ბოიანი წლის საუკეთესო ახალაზრდა სპორტსმენად დაასახელეს

ორშაბათს ბოიანმა "Gillette”-სგან მიიღო პრიზი "მომავალი ჩემპიონი 2007″, რომელიც ყოველწლიურად გადაეცემა ესპანეთის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენს.

ბოინმა პრიზი დაიმსახურა, აჯობა რა საკათბურთო კლუბ "DKV Joventut Badalona”-ს ვარსკვლავ რიკი რუბიოს; 1500 მეტრ დისტანციაზე სირბილში ჩემპიონ ალვარო როდრიგესს და ტანმოვარჯიშზე სერხიო მუნიოსს.

ბოიანი ორშაბათს მადრიდში დააჯილდოვეს. "ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელი გამარჯვებულად დასახელდა "Gillette Fusion”-ის ვებ-გვერდზე ჩატარებული ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგად.

ეს არის ბოიანის პირველი ოფიციალური ჯილდო მას შემდეგ, რაც იგი გადავიდა "ბარსელონას” პირველ შემადგენლობაში. პირველ გუნდში მისი დებიუტი შედგა 2007 წლის 24 აპრილს, ეგვიპტეში, "ალ-აჰლის” წინააღმდეგ გამართულ მატჩში. იმ თამაშში ბოიანმა გუნდის მეორე გოლი გაიტანა. 2007 წლის 20 ოქტომბერს იგი გახდა კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი ესპანეთის ჩემპიონატში. ეს გოლი ბოიანმა "ვილიარეალს” გაუტანა. ბოიანი არის ასევე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელსაც ოდესმე ჩემპიონთა ლიგის თამაშში გამოსულა მინდორზე.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.