ლაპორტა: “ჩვენ მოვახერხებთ რეაგირებას”

ლაპორტა: “ჩვენ მოვახერხებთ რეაგირებას”

"ბარსელონას” პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აცნობიერებს შექმნის სიტუაციაში ეფექტურად რეაგირების აუცილებლობას. მან ასევე შეაქო სამწვრთნელო შტაბი და ფეხბურთელები იმისათვის, თუ როგორ უჭირავთ მათ თავი რთულ სიტუაციაში.

ბუენოს-აირესში "ლა მასიის” დირექტორ, სან-ხუსტო ხორხე ფაროსთან ერთად მყოფმა ლაპორტამ სრული მხარდაჭერა გამოუცხადა სამწვრთნელო შტაბს და კლუბის ფეხბურთელებს. ბუენოს-აირესში განთავსებულია "ბარსელონას” ერთ-ერთი ფილიალი. "ჩვენ შევძლებთ სწორად რეაგირებას” – განაცხადა აკადემიაში ყოფნის დროს ლაპორტამ, რომელიც ბუენოს-აირესის დასავლეთით მდებარეობს.

პრზიდენტი კმაყოფილი გახდა ადგილობრივი ფილიალის ამჟამინდელი მდგომარეობით. არგენტინაში გამგზავრებამდე ლაპორტამ მოიარა თითქმის ნახევარი ევროპა და შეხვდა იმ კლუბების წარმომადგენლებს, რომლებიც შედიან "G-14″-ში. შეხვედრების მიზანი იყო ფეხბურთელების ნაკრებებში გამოძახებების თემის განხილვა. მან ასევე მოახერხა ესპანეთის თასზე "ალკოანო”-”ბარსელონას” შევედრაზე დასწრებაც.

"ჩვენ არ გვაქვს მოდუნების დრო. მე ვფიქრობ, რომ რთული მდგომარეობიდან გამოსასვლელად ყველა სვლა გაკეთებულია” – განაცხადა ლაპორტამ. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბეგირისტიანი, რაიკაარდი და ფეხბურთელები უნდა გაუმკალვდნენ აღნიშნულ სიტუაციას, რადგან "ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა და სამწვრთნელო შტაბი გვყავს”.

ჩიკი ბეგირისტიანი თვლის, რომ 4-3-3 სისტემა, რომელმაც რაიკაარდის გუნდს ტიტულები მოაგებინა, კვლავ იმუშავებს და ლაპორტაც ეთანხმება მას: "მე ყოველთვის მჯეროდა და ახლაც მჯერა ჩვენი ტექნიკური დირექტორის და რაიკაარდის, რომელმაც უკვე მოახერხა დაემტკიცებინა, რომ მას შეუძლია მშვიდად შეხვდეს ნებისმიერ სიტუაციას, გააკეთოს სწორი სვლები და გამოვიდეს რთული სიტუაციიდან. რაიკაარდი და შემადგენლობა საბრძოლოდ არიან განწყობილნი და მე მჯერა, რომ ისინი გაუმკლავდებიან აღნიშნლ სიტუაციას. ჩვენ უბრალოდ გვმართებს ჩემპინატში ცოტა მომატება” – განაცხადა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ლიონელ მესიმ განაცხადა, რომ კლუბშიარანაირი კრიზისი არ არის. "ასეთ სიტუაციაში მნიშვნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება” – დაეთანხმა არგენტინელს ლაპორტა. "ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს, ჩვენ ჩვენს მიმართ გამოთქმულ კრიტიკას დამაჯერებელი თამაშით ვუპასუხებთ. ჩვენ გვყავს ისეთი ფეხბურთელები, როგორიც არის ლიონელი, რომელმაც ნაკრებში შესანიშნავი თამაში ჩაატარა”. ლაპორტა არის ამაყი, როგორც კლუბის პრეზიდენტი იმის გამო, რომ "მესი ამ თამაშში საუკეთესო იყო. ის თამაშობს იმ თამაშს, რომელიც სჭირდება ყველას და არ წყვეტს ჩვენს გაოცებას. მას ძალზე სურს არგენტინის ნაკრებში თამაში და აკეთებს დაუჯერებელს რამეებს მოედანზე”.

ლაპორტამ ასევე შეაქო რონალდინიო, რომლის ფიზიკური ფორმაც ბოლო დროს საყოველთაო კრიტიკის ობიექტი გახდა: "რონისგან ძალზე ბევრ მოელიან და ამიტომ მისთვის რთული არის ყოველთვის განაცვიფროს გულშემატკივარი, თუმცა იგი ბრწყინვალედ ართმევს თავს თავის მოვალეობას. იგი ძალზე დაწყნარებულია და დარწმუნებულია იმაში, რომ დაიბრუნებს ძველ ფორმას. მას ჰქონდა ტრავმა, მაგრამ ახლა იგი კვლავ სიამოვნებით გამოდის მოედანზე და ბედნიერია იმით, რომ ირიცხება "ბარსელონაში”. ჩვენ კმაყოფილნი ვართ მისი თამაშით, არა მარტო ხელძღვანელობა, არამედ გულშემატკივარიც. მას შეუძლია კვლავ გააკეთოს ყველაფერი, რათა კვლავ გახდეს პირველი. იგი კვლავ არის ჩვენი გუნდის სახე”. ლაპორტამ ასევე განაცხარა, რომ რადგან ბრაზილიის ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა რონალდნიო პერუს ნაკრებთან სათამაშოდ გამოუშვა მოედანზე, ესეიგი ისინი თვლიან, რომ იგი ასი პროცენტით მზად არის: "ისინი, ისევე როგორც ჩვენ, დაინტერესებულნი არიან, რომ რონალდნიომ თავისი ფორმის პიკს მიაღწიოს. თუკი რაიმე ეჭვები იქნებოდა, მაშინ ისინი მას თამაშის საშუალებას არ მისცემდნენ. რონალდნიოს არის გუნდის საკვანძო ფეხბრუთელი, ამიტომაც მისი ოფიციალურ მატჩებში თამაში აუცილებელია”.

ყველა ელოდება სამუელ ეტო’ოს და დეკოს გამოჯანმრთელებას, მაგრამ ლაპორტამ განაცხადა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანი არის ედმილოსნის გამოჯანმრთელება, რადგან იგი შესძლებს შეცვალოს ია ია ტურე, როდესაც იგი კამერუნელ თავდამსხმელთან ერთად აფრიკის თასზე გაემგზავრება: "დეკო და ეტო’ო გუნდის საკვანძო ფეხბურთელები არიან, მაგრამ მე ვეოდები ასევე ედმილსონის დაბრუნებასაც. მას ჰქონდა სერიოზული პრობლემები, ხელს უშლიდნენ ტრამვები, მაგრამ როდესაც იგი იყო ფორმაში, გუნდი ყოველთვის იგებდა” – განაცხადა ლაპორტამ.

ლაპორტამ არ გამორიცხა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კლუბის აქტიურობა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება სამწვრთნელო შტაბის მოთხოვნა: "ჩვენ ბოლომდე დამოკიდებულნი ვართ სამწვრთნელო შტაბზე და თუ ფეხბრუთელის შეძენის აუცილებლობა გახდა, ჩვენ ყველა საკითხს განვიხილავთ ჩიკისთან ერთად”. ლაპორტამ არ დამალა, რომ გაბრაზებული არის ეტო’ოს და ტურეს აფრიკის თასზე წასვლით: "ჩვენ შევეცდებით გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ამ ფაქტმა არ იქონიოს გუნდზე ზეგავლენა”.

წყარო: www.barcamania.ru

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.