www.fcbarcelona.com უკვე არაბულად და კორეულად

www.fcbarcelona.com უკვე არაბულად და კორეულად

ს.კ. "ბარსელონას” ოფიციალური საიტის ნახვა ახლა უკვე არაბულ და კორეულ ენებზეც არის შესაძლებელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საიტს ულვე შვიდი ენის მხარდაჭერა აქვს, რაც ევროპულ ფეხბურთში მას ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე აყენებს.

საიტზე ორი ახალი ენის დამატება მოხდა აზიასა და ახლო აღმოსავლეთში კლუბის პოპულარიზაცია და ბრენდის უკეთესად წარმოჩენა. აქამდე საიტის ნახვა შესაძლებელი იყო კატალონიურ, ესპანურ, ინგლისურ, ჩინურ და იაპონურ ენებზე. მარკეტინგულ საკითხებში კლუბის ვიცე-პრეზიდენტი, მარკ ინგლა ამბობს: "გქონდეს შვიდენოვანი საიტი, ეს არის შესანიშნავი რამ და პიონერული წამოწყება მსოფლიო ფეხბურთში. "ბარსას” მედია არის მთავარი იარაღი კლუბის მსოფლიოში წარმოსაჩენად. კლუბის გულშემატკივართან საკუთარ ენაზე კავშირი ჩვენ გვაძლევს საშუალებას მათ დავანახოთ ნამდვილი "ბარსელონა” და გავაგებინოთ, რომ "ბარსელონა” არის "მეტი ვიდრე კლუბი” და  ამით განსხვავდება ყველა დანარჩენისაგან.

"ბარსელონა” არის პირველი ევროპული კლუბი, რომელმაც საკუთარი საიტი გააკეთა არაბულ ენაზე. ახალი საიტი (www.barcaarabia.com), რომელიც მოემსახურება 23 ქვეყანაში 300 მილიონზე მეტ მაცხოვრებელს, განახლდება ყოველდღიურად, საიტს ასევე ექნება არაბული ვიდეო კონტენტიც.

არაბული საიტის გაკეთება შესაძლებელი გახდა კომპანია "LinkDotNet”-თან თანამშრომლობის საფუძველზე. აღნიშნული კომპანია არის ლიდერი არაბული ქვეყნების რეგიონში ინტერნეტთან დაკავშირებულ ყველა საკითხში. ეს კომპანია ფლობს რამდენიმე სერიოზულ საიტს და ქმნის სტრატეგიულ ალიანსებს სხვა პარტნიორებთან.

რაც შეეხება კლუბის კორეულ საიტს (www.barca.co.kr), მას მომდევნო ორი წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს კორეული კომპანია "Media Corp”. "Media Corp” არის ლიდერი კომპანია კორეაში ახალ ტექნოლოგიებში. კომპანია დაარსებულია 1998 წელს და უკვე ფლობს ოფიციალურ უფლებებს "უეფას”, "ლივერპულის” და "არსენალის” კორეულ საიტებზე.

"Media Corp”-თან დადებული ხელშეკრულება მარტო ინტერნეტით არ შემოიფარგლება, კომპანია ასევე დისტრიბუციას გაუწევს Barça TV-ს სამხრეთ კორეაში; აღნიშნული კომპანიის საშუალებით კორეელ ფანებს ასევე საშუალება ექნებათ ისარგებლონ კლუბის ოფიციალური ჟურნალით.

წყარო: www.fcbarcelona.com

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.