“ის ფაქტი, რომ ჩემით სხვა კლუბები ინტერესდებიან, ნიშნავს იმას, რომ მე კარგ ფორმაში ვარ”

“ის ფაქტი, რომ ჩემით სხვა კლუბები ინტერესდებიან, ნიშნავს იმას, რომ მე კარგ ფორმაში ვარ”

პარასკევს ბრაზილიიდან რონალდინიომ კომენტარი გაუკეთა იმ ფაქტს, რომ მისით ლონდონის "ჩელსი” არის დაინტერესებული. ლონდონური კლუბი მზად იყო "ბარსასთვის” სუპერშეთავაზება გაეკეთებინა – 60 მილიონი ევრო ბრაზილიელის სანაცვლოდ. "ყოველთვის სასიამოვნოა იმის გაგება, რომ დიდი კლუბები ინტერესდებიან იმით, თუ რას ვაკეთებ მე”ბარსელონაში” – განაცხადა რონალდინიომ, რომელიც ამჟამად ეროვნულ ნაკრებში არის გამოძახებული.

რონალდინიო აგრძელებს ტრამვის შემდგომ აღდგენით პროცესს და იმედოვნებს, რომ კვირას პერუს ეროვნულ ნაკრებთან გასამართი მატჩსითვის მზად იქნება, შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელები პერუს ნაკრებს მსოფლიოს 2010 წლის ჩემპინატის შესარჩევი მატჩის ეგიდით ხვდებიან.

პარასკევს, დილით, პრესკონფერენციაზე რონალდინიომ განაცხადა, რომ იგი ჯერ კიდევ გრძნობს ტკივილებს, მაგრამ მზად არის გაფრინდეს პერუში და ასევე ითამაშოს ოთხშაბათს ურუგვაის ნაკრების წინააღმდეგ სან-პაულოში. ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ მას დილით გუნდთან ერთად არ უვარჯიშია. "დღეს თავს შედარებით კარგად ვგრძნობ. ჩვენ აღდგენითი პროცესის დასასრულში ვართ. საჭირო არის უბრალოდ ცოტა თავდაჯერებულობა ჩემი მხრიდან – ტკივილი ჯერ კიდევ მაქვს, მაგრამ ისეთი ძლიერი არა, როგორც ადრე” – განუცხადა ფეხბურთელმა ჟურნალისტებს. "მე სისტემატიურად ვსაუბრობ დუნგასთან, ჩემი მიზანი არის ორივე მატჩში მონაწილეობის მიღება” – აგრძელებს რონალდინიო თავის პრესკონფერენციაზე, რომელიც გრანჰა კომარიში, ქალაქ ტერესოპოლისში, რიო დე-ჟანეიროდან 91 კილომეტრში იმართება.

ხუთშაბათის ვარჯიშზე რონალდინიოს პოზიციაზე ბრემენის "ვერდერის” ნახევარმცველმა, დიეგომ ითამაშა, პარასკევს, დილით კი, პერუში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიშზე, დუნგამ რონის პოზიციაზე "მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელი, ელანო ათამაშა. ეს ყველაფერი კი ხდება იმისათვის, რომ ნაკრების ფეხბურთელებმა რონალდინიოს შეცვლის რამდენიმე ვარიანტი დაამუშავონ.

"მე მსურს თამაში, მაგრამ მაშინ, როდესაც ვიქნები ასი პროცენტით მზად და როცა არ მექნება ტკივილები. მსურს ბოლომდე გამოვჯანმრთელდე, რათა რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოვუტანო როგორც ნაკრებს, ასევე "ბარსელონას” – განაცხადა რონალდინიომ.

აღნიშნა რა, რომ ნაკრებში თამაში მისთვის ყოველთვის განსაკუთრებული არის, რონალდინიომ იქვე დაამატა: "თუ კვირას მე არ ვითამაშებ, დარწმუნებული ვარ, რომ ვინც ჩემს მაგივრად ითამაშებს, ღირსეულად ჩაატარებს მატჩს”.

ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციაში განაცხადეს, რომ პარასკევს დილით რონალდინიომ გრანჰა კომარის სპორტდარბაზში ივარჯიშა. "ფეხბურთელი აგრძელებს კუნთების ვარჯიშს და ფიზიკური ფორმის აღდგენას” – მოკლედ განაცხადეს კონფედერაციაში.

ეროვნული ნაკრების ექიმმა, ხოსე რუის რუნკომ იმავე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რონალდინიოს ავადმყოფობის ისტორია გამოჯანმრთელების კარგ დინამიკაზე მიგვანიშნებს.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.