რაიკაარდი – “გამარჯვება არ იქნება იოლი”

რაიკაარდი – “გამარჯვება არ იქნება იოლი”

"ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი, ფრანკ რაიკაარდი აქებს გუნდის დღევანდელ მეტქოეს და აღნიშნავს, რომ ეს იქნება რთული თამაში.

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ფრანკ რაიკაარდმა განაცხადა, რომ მის გუნდს დღეს ისეთივე რთული მატჩი ელის, როგორც ორი კვირის წინ "აირბოქს პარკზე”.

"მოწინააღმდეგე ქებას იმსახურებს იმისათვის, თუ როგორ უყურებს იგი ფეხბურთს და ასევე მისი დღევანდელი სათამაშო ფორმის გამო. ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს, რომ მოგება იქნება ადვილი, მაგრამ ეს ესე არ არის. ისინი არამარტო კარგად იცავენ თავს, არამედ კარგად უტევენ. ისინი ყოველთვის მზად არიან კონტრშეტევისთვის და იციან როგორ უნდა გააკეთონ ეს ეფექტურად. ისინი განსაკუთრებით კარგად არიან განწყობილნი დიდი კლუბების წინააღმდეგ და ცდილობენ გულშემატკივრის გახარებას”.

გუნდმა რამე ექსტრაორდინალური უნდა აჩვენოს იმისათვის, რომ მოიგოს ეს თამაში. "გუნდი ყოველთვის კარგ განწყობაზეა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოედანზე ორი გუნდი თამაშობს. შენ შეიძლება იყო კარგ განწყობაზე და კონცენტრირებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ გაიმარჯვებ. შეიძლება რამე არ გამოვიდეს, მაგრამ შენ უნდა გააგრძელო მუშაობა და გაძლიერება. თუ ჩვენ კარგად ვიმუშავებთ, მაშინ ყველაფერი ისე იქნება, როგორც უნდა იყოს და ჩვენ მოვიგებთ”.

ფრანკ რაიკაარდი ასევე დაეთანხმა კარლეს პუიოლს და აღნიშნა, რომ სწრაფი გოლი დაეხმარება მის გუნდს მოწინააღმდეგის დაცვის გარღვევისათვის.

წყარო: www.barcamania.ru

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.