ინტერვიუ არტურო ვიდალთან

ინტერვიუ არტურო ვიდალთან

"ბარსელონას" ოფიციალური ვებგვერდი გვთავაზობს ინტერვიუს კლუბის ახალწვეულ არტურო ვიდალთან, რომელშიც ჩილელი ფეხბურთელი რამდენიმე საინტერესო თემაზე საუბრობს. 

"კამპ ნოუზე" თამაშის შესაძლებლობა აქამდე არ მქონია და ამას მოუთმენლად ველი. საოცარი მომენტი იყო, როცა ამ მოედანზე პირველად გავედი, ახლა კი, იმედი მაქვს, გატანასაც მოვახერხებ და გულშემატკივრების პატივისცემასაც მალე დავიმსახურებ. გუნდის ნამდვილი წევრი მხოლოდ თამაშების ჩატარების შემდეგ ვიქნები. 

აქამდე მოსასვლელად დიდი თავდადება გამოვიჩინე და მინდა ყველას ვანახო, საიდან მოვდივარ. ყველაფერი, რაც ვიცი მინდორზე ვისწავლე, რაც ადვილი საერთოდ არაა და ამით ვამაყობ. 

თავიდან, სახიფათო უბანში ვცხოვრობდი. ხუთ ძმას ძალიან მძიმე ბავშვობა გვქონდა, ჩვენზე მხოლოდ დედა ზრუნავდა და მისი დამსახურებაა, რომ წარმატებას მივაღწიე და ახლა შემიძლია, კარგი ცხოვრება სხვებსაც ვაჩუქო. 

"კოლო კოლოს" აკადემიაში ჩარიცხვა 12 წლამდე ვერ მოვახერხე. როცა ეს პირველად ვცადე, გავიგე, რომ ამას ხარჯიც სჭირდებოდა, ჩვენ კი ფორმების ყიდვისთვის და მგზავრობისთვის ფული არ გვყოფნიდა. 

ჩემი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესია. მიხარია, რომ მასთან და კლუბის სხვა შესანიშნავ წევრებთან ერთად თამაშის შანსი მომეცა".

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Kiko
    სტუმარი [?]
    #7 16 აგვისტო 2018 14:55
    0
    Magari kacia vidali
    გიგა ფილაშვილი
    სტუმარი [?]
    #6 15 აგვისტო 2018 19:06
    12
    შტეგენი
    სემედუ პიკე უმტიტი ალბა
    ვიდალი ბუსკეცი კოუტინიო
    მესი სუარესი დემბელე

    ეს შემადგენლობა შემიფასეთ
    Lanapopkhadze
    სტუმარი [?]
    #5 15 აგვისტო 2018 18:39
    2
    რატომღაც მჯერა რომ გაამართლებს ვიდალი , მებრძოლია შეტევაშიც კარგია და დაცვაშიც იმედია ტრამვები არ შეაწუხებს და მგონი შეთამაშება არ გაუჭირდება გუნდთან kissing_heart
    Culé [?]
    #4 15 აგვისტო 2018 17:25
    5
    ციტატა: Royal Madrid CF
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ციტატა: Basi
    Eseti gladiatorii barsas aryoliaa
    Mebrdzolii sulis vilad warmatebebi

    მასკერანო არავიზე ნაკლები მებრძოლი გვყავდა, ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და ერთერთი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, თუ თამაშებს უყურებდი დაინახავდი რომ მწვრთნელი სულ მას ესაუბრებოდა და შემდეგ მასკე აძლევდა სხვებს დარიგებებს

    მართლა გლადიატორივით იყო მასკერანო მისი მოტყუება თითქმის შეუძლებელი იყო მაგრამ მასაც ჰქონდა აქილევსის ქუსლი : სიმაღლე ...

    ყველა რაღაცას და ვიღაცას ახსენებთ მაგრამ თუ ვინმე ბოლომდე მებრძოლი და თავდადებული ჰყოლია ბარსელონას ეს მისი ლეგენდარული კაპიტანი კარლეს პუიოლი იყო მისი თამაში ყველას გემახსოვრებათ მე მსგავსი გუნდური და თავდაბებული ფეხბურთელი არ მინახავს 5-ით ნოლზეც არკარგავდა იმედს პუიოლთან მასკერანო ენრიკე და ვიდალი დაბალი დონე არიან
    --------------------
    Visca barca❤️
    achi del barça
    სტუმარი [?]
    #3 15 აგვისტო 2018 17:15
    1
    ციტატა: Basi
    Eseti gladiatorii barsas aryoliaa
    Mebrdzolii sulis vilad warmatebebi

    ყოლია თანაც ბევრი, ბოლო დროინდელი მასკერანოა.. თვაის დროზე ლუის ენრიკეც კარგი შეშლილი იყო, ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა და წითელი მწვანე სულ ფეხებზე ეკიდა.
    Royal Madrid CF
    სტუმარი [?]
    #2 15 აგვისტო 2018 15:13
    8
    ციტატა: პეპ გუარდიოლა
    ციტატა: Basi
    Eseti gladiatorii barsas aryoliaa
    Mebrdzolii sulis vilad warmatebebi

    მასკერანო არავიზე ნაკლები მებრძოლი გვყავდა, ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა და ერთერთი ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, თუ თამაშებს უყურებდი დაინახავდი რომ მწვრთნელი სულ მას ესაუბრებოდა და შემდეგ მასკე აძლევდა სხვებს დარიგებებს

    მართლა გლადიატორივით იყო მასკერანო მისი მოტყუება თითქმის შეუძლებელი იყო მაგრამ მასაც ჰქონდა აქილევსის ქუსლი : სიმაღლე ...
    Basi
    სტუმარი [?]
    #1 15 აგვისტო 2018 13:57
    7
    Eseti gladiatorii barsas aryoliaa
    Mebrdzolii sulis vilad warmatebebi