გამპერის თასის ისტორია
1966 წელს, "ბარსელონას" პრეზიდენტმა, ენრიკ ლაუდეტმა, კლუბის დამაარსებლის, ჟოან გამპერის სახელობის გათამაშებას ჩაუყარა საფუძველი.
სეზონის სტარტს, კატალონიელები ძირითადად უცხოურ კლუბებს იწვევდნენ და მათთან დაპირისპირებაში გულშემატკივრებს გუნდის განახლებულ შემადგენლობას წარუდგენდნენ.
გამპერის თასი სულ 52-ჯერ ჩატარებულა. 1966-1996 წლებში გათამაშებაში 4 გუნდი მონაწილეობდა, 1997 წლიდან კი მხოლოდ ერთი თამაში იმართება.
ყველაზე მეტი, 40 გამარჯვება, რა თქმა უნდა, "ბარსელონას" აქვს. კატალონიელთა გარდა ერთადერთი გუნდი, რომელსაც გამპერის თასი 2-ჯერ მოუგია, "კიოლნია". გერმანულმა გუნდმა, 1978 წელს, ფინალში ვენის "რაპიდი" 5:0 გაანადგურა, 3 წლის შემდეგ კი, "ბარსელონა" შეარცხვინა, მოუგო რა მასპინძელ გუნდს 4:0. გასაკვირი არაა, რომ ეს "ბარსას" ყველაზე დიდი მარცხია ამ ტურნირზე.
"ბარსელონას" შემდეგ მონაწილეობის მხრივ ყველაზე კარგი შედეგი ჰოლანდიურ პსვ-ს აქვს. ეინდჰოველებს ტიტული არცერთხელ მოუგიათ. 5-5-ჯერ მიუღიათ მონაწილეობა "ბოკა ხუნიორსს", "ანდერლეხტს", "ბაიერნსა" და "კიოლნს". მათგან ტურნირი მოგებული მხოლოდ "კიოლნს" აქვს.
"ბარსელონასა" და "კიოლნის" გარდა გამპერის თასი "უიპეშტს" (1970), "გლადბახს" (1972), "ინტერნასიონალს" (1982), "პორტუს" (1987), "მეხელენს" (1989), "ტენერიფეს" (1993), "ვალენსიას" (1994), "იუვენტუსს" (2005), "მანჩესტერ სიტისა" (2009) და "სამპდორიას" (2012) მოუგიათ.
ტურნირის საუკეთესო ბომბარდირი, 8 გოლით, ლიონელ მესია. შემდეგ მოდიან ასევე "ბარსელონას" ფეხბურთლები: ხუან მანუელ ასენსი, ჩიკი ბეგირისტაინი, ხრისტო სტოიჩკოვი (7-7 გოლი), ჟოზეპ მარია ფუსტე, მარსიალ პინა (6-6 გოლი).
ლიონელ მესი ერთადერთია, რომელიც გამპერის თასის საუკეთესო ფეხბურთელად 3-ჯერ (2013, 2014, 2016) დასახელდა. გარდა ამისა, არგენტინელი ერთადერთია, რომელმაც გოლი ზედიზედ 6 თამაშში გაიტანა (2013, 2014, 2015, 2016, 2017). მესის შანსი აქვს ეს მაჩვენებელი წელს გააუმჯობესოს.
დღეს, თბილისის დროით 20 საათსა და 15 წუთზე, გამპერის თასის რიგით 53-ე გათამაშება გაიმართება. "ბარსელონას" მეტოქე არგენტინული "ბოკა ხუნიორსი" იქნება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს სილქ უნივერსალი და SporTV.ws წარმოგიდგენთ.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 3 ]