იერი მინა: ვისკა ბარსა!

იერი მინა: ვისკა ბარსა!

"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი იერი მინა, "ევერტონში" გადასვლის შემდეგ, კატალონიურ კლუბზე საუბრობს.

"ბარსელონამ" კტბილ-მწარე გემო დამიტოვა, რადგან მინდოდა მეჩვენებინა, თუ რა შემიძლია. სამწუხაროდ, ეს ვერ მოვახერხე, მაგრამ ასეთია ფეხბურთი და ახლა ეს ისეთ შესანიშნავ გუნდში უნდა გავაკეთო, როგორიც "ევერტონია".

თამაშის ბევრი შანსი არ მომეცა, მაგრამ თითოეული მათგანისთვის მადლობას ვუხდი სამწვრთნელო შტაბს, რადგან ყველა მათგანი მხარს მიჭერდა. ახლა, სიამოვნება ახალი ეტაპისგან უნდა მივიღო და ახალ გუნდს დავეხმარო.

რთულია, როდესაც სათამაშო პრაქტიკა არ გაქვს და უცებ მოედანზე გასვლა გიწევს.

"ბარსა" შესანიშნავია და მინდოდა, ამ გუნდში სამუდამოდ ვყოფილიყავი, მაგრამ ახლა აქცენტი "ევერტონზე" უნდა გავაკეთო. სიკვდილამდე ვიბრძოლებ.

ლეოსთან, ალბასთან, კოუტინიოსთან, სუარესთან, პაულინიოსთან, პიკესთან, უმტიტისთან და სხვებთან ერთად ვარჯიში გაძლიერებს როგორც მენატალურად, ასევე ტექნიკურად.

ანდრე გომეშთან და ლუკა დინთან ერთად, ადაპტაციას უფრო სწრაფად გავივლი. გასახდელში გყავდეს ვინმე, ვისაც უკვე იცნობ, ყოველთვის კარგია.

პრემიერ ლიგაში ყველაზე მეტად ის მიზიდავს, რომ პატარა გუნდებს გრანდების დამარცხება შეუძლიათ.

"ბარსელონას" ყველა გულშემატკივარს ყველაფრისთვის მადლობას ვუხდი. კარგი და ცუდი მომენტებისთვის, იმიტომ, რომ ცუდი მომენტები მაძლიერებდა, კარგი კი - მოტივაციას მმატებდა. ასე რომ, მადლობა, მადლობა მხარდაჭერისთვის მოედანზე და მის მიღმა. ამას ძალიან ვაფასებ. ვისკა ბარსა!" - ციტირებს მინას სიტყვებს Mundo Deportivo.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Ikks
    სტუმარი [?]
    #1 11 აგვისტო 2018 20:10
    22
    რა პოზიტიური ტიპია :დ და როგორ უყვარს ბარსა <3