"ევერტონს" ანდრე გომეშიც უნდა

"ევერტონს" ანდრე გომეშიც უნდა

ინგლისში სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 24 საათზე ნაკლებია დარჩენილი და პრემიერ ლიგის გუნდები ცდილობენ ბოლო შენაძენები განახორციელონ.

ცნობილია, რომ ბრიტანული გუნდები "ბარსელონას" რამდენიმე ფეხბურთელს იწვევენ. ყველაზე მეტად "ევერტონი" აქტიურობს, რომელმაც ლუკა დინი უკვე დაიმატა და ლივერპულელები იერი მინას ტრანსფერთანაც ახლოს არიან.

RAC1-ის ცნობით, "ევერტონის" მორიგი სამიზნე ანდრე გომეშია. ადრე არსებული ცნობებით, პორტუგალიელს "ვესტ ჰემი" იწვევდა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელით სერიოზულ დაინტერესებას მხოლოდ "ევერტონი" იჩენს. Liverpool Echo კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ევერტონს" ფეხბურთელის იჯარით აყვანა უნდა.

როგორც ჩანს, დღეს, "ევერტონსა" და "ბარსელონას" შორის, ორი ფეხბურთელის ტრანსფერზე, ინტენსიური მოლაპარაკებები გაიმართება.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    achi del barça
    სტუმარი [?]
    #6 9 აგვისტო 2018 12:44
    1
    არც ისე სი რი კამანდაა ევერტონი ეს რომ იყიდოს. სხვა სტილის გუნდი უნდა ამ კაცს და ითამაშებს კარგად
    messiiesta
    სტუმარი [?]
    #5 9 აგვისტო 2018 11:03
    0
    ეს კიდე ბარსას ფეხბურთელია?:)))
    J. Tatum
    სტუმარი [?]
    #4 9 აგვისტო 2018 10:57
    4
    ყველაზე წარმატებული ტრანსფერი გუნდისთვის ეს იქნება :D
    sergio busquets5
    სტუმარი [?]
    #3 9 აგვისტო 2018 10:44
    0
    როგორ ოღონდ ეს წავიდეს თუ უნდათ უფასოდ წასულა ოღონდ მოშორდეს ბარსას
    Santsalka
    სტუმარი [?]
    #2 9 აგვისტო 2018 10:25
    1
    ამაში ფული როგორ უნდა გამოართვა ვინმეს:დდდდ
    M10 S9 C 14 D11 R 10
    სტუმარი [?]
    #1 9 აგვისტო 2018 10:13
    1
    ogond waiyvanon da puls davumatebt zed