"ბარსელონას" უცნაური დანაკლისი ესპანეთის სუპერ თასზე

  • 8-08-2018, 12:09
  • "ბარსელონას" უცნაური დანაკლისი ესპანეთის სუპერ თასზე

    ესპანეთის სუპერ თასზე "სევილიასთან" გასამართი მატჩის წინ "ბარსელონა" უცნაური პრობლემის წინაშე დგას. კატალონიელთა რიგებში 6 არაევროკავშირელი ფეხბურთელი ირიცხება და მართალია, ერნესტო ვალვერდეს გუნდში მხოლოდ ოთხი მათგანის შენარჩუნება სურს, მაგრამ ესეც დასაშვებზე მეტია.

    იერი მინა და მარლონ სანტოსი რომ გუნდიდან მიდიან, ეს გადაწყვეტილი ამბავია. თუმცა, "ბარსელონაში" რჩებიან ფილიპე კოუტინიო, არტური, მალკომი და არტურო ვიდალი. არცერთ მათგანს ევროკავშირის პასპორტი არ აქვს.

    ფილიპე კოუტინიომ, ივლისში, ფეხბურთის ფედერაციაში საჭირო საბუთები შეიტანა იმისათვის, რომ ის ევროკავშირის მოქალაქედ ეცნოთ, თუმცა, პროცესი ჯერ არ დასრულებულა.

    ესპანურ ფეხბურთში მოქმედი წესების თანახმად, გუნდს განაცხადში მხოლოდ სამი არაევროკავშირელის შეყვანის უფლება აქვს. ეს წესი ვრცელდება სუპერ თასზეც. ეს კი ნიშნავს, რომ თუ კვირამდე კოუტინიოს საქმის წარმოება არ დასრულდა, ვალვერდეს სამხრეთ ამერიკული ოთხეულიდან სამის არჩევა მოუწევს.

    Sport-ის ცნობით, სუპერ თასის განაცხადს მიღმა არტურო ვიდალი დარჩება, რასაც 2 მიზეზი აქვს: ახალწვეულების ოთხეულიდან ის ერთადერთია, რომელსაც ამერიკულ ტურნეში მონაწილეობა არ მიუღია და გარდა ამისა, ჩილელმა მუხლის ტრავმა ახლახანს მოირჩინა.

    იმ შემთხვევაში, თუ კოუტინიოს საქმე 18 აგვისტომდე არ დასრულდა, ერნესტო ვალვერდეს პრობლემები უკვე ლა ლიგაშიც შეექმნება.



    კომენტარები [ 14 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    14 - 8 აგვისტო 2018 22:09

    ციტატა: Sdaead
    აუ ეხლა თუ ვერ მოაგვარეს არტურის განათხოვრებაზე წავლენ და მაგრა არმინდა.

    ვაპუზინაა წიე ბორულბორულეფი

    2
    გასულია

    13 - 8 აგვისტო 2018 16:06

    აკი წერდით რომ კოუტინიომ უკვე აიღო პასპორტი ?

    10
    --------------------
    რეალი და მსაჯები - სიყვარულის ისტორია
    https://www.youtube.com/watch?v=NgnTv7YilWY
    გასულია

    12 - 8 აგვისტო 2018 15:35

    ციტატა: Ronaldinho Legend
    ციტატა: M10 S9 D11
    კოუტინიომ აიღო უკვე პორტუგალიის მოქალაქეობა აიღოოოო ასე რომ არანაირი პრობლემა არაა გაუშვან მარლონი და მინდა და ვსიო
    დაიცა პორტუგალიის ნაკრებში ითამაშებს?

    არა უბრალოდ მოქალაქეობა აიღო მაგის ცოლი ხო პორტუგალიელია და კოუსაც შეეძლო მოქალაქეობის აღება და აიღო

    8
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    11 - 8 აგვისტო 2018 15:22

    ციტატა: M10 S9 D11
    კოუტინიომ აიღო უკვე პორტუგალიის მოქალაქეობა აიღოოოო ასე რომ არანაირი პრობლემა არაა გაუშვან მარლონი და მინდა და ვსიო
    დაიცა პორტუგალიის ნაკრებში ითამაშებს?

    0
    --------------------
    ამბობენ, რომ ღმერთისთვის, ყველა ადამიანი თანასწორია. მესი კი ამ სიტყვებში სერიოზულად დაგაეჭვებს, რეი ჰადსონი.
    გასულია

    10 - 8 აგვისტო 2018 15:15

    კოუტინიომ აიღო უკვე პორტუგალიის მოქალაქეობა აიღოოოო ასე რომ არანაირი პრობლემა არაა გაუშვან მარლონი და მინდა და ვსიო

    4
    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    საიტზეა

    9 - 8 აგვისტო 2018 14:50

    აუ ეხლა თუ ვერ მოაგვარეს არტურის განათხოვრებაზე წავლენ და მაგრა არმინდა.

    0
    გასულია

    8 - 8 აგვისტო 2018 13:11

    ეუფ, ეხლა თუ ამათმა ვერ მოასწრეს მოგვარება ლა ლიგაში ერთ-ერთს მოუწევს განაცხადის გარეთ დარჩენა

    ფუთბოლ მენეჯერში მომდიოდა ხოლმე ესე და ამათმა რეალურ სამყაროში როგორ ვერ მოაგვარეს

    3
    გასულია

    7 - 8 აგვისტო 2018 13:11

    არტურს და კოუტას რო ევროპის პასპორტი არააქვს ტეხავს :დ

    1
    --------------------
    We 61D it !
    გასულია

    6 - 8 აგვისტო 2018 13:01

    ვიდალი ერთ თამაშს გადაიტანს მარა სასტარტოში დემბელე და კოუტინიო რომ უეჭველი უნდა იყოს ყველამ იცის

    5
    --------------------
    mes cue un club
    საიტზეა

    5 - 8 აგვისტო 2018 12:55

    შტეგენი
    სემედუ პიკე უმტიტი ალბა
    დემბელე რაკიტიჩი ბუსკეცი კოუტინიო
    მესი სუარესი



    ალბათ სუპერ თასსზე ასე დააყენებს

    3
    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=a50tIFaqzTE

    https://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ
    გასულია

    4 - 8 აგვისტო 2018 12:42

    ატრაკებს ფილიპე რა

    0
    გასულია

    3 - 8 აგვისტო 2018 12:37

    ციტატა: Sigur Rós
    ახალწვეულების ოთხეულიდან ის ერთადერთია, რომელსაც ამერიკულ ტურნეში მონაწილეობა არ მიუღია

    არც კოუტინიო არ მონაწილეობდა ტურნეში.

    კოუ ახალწვეული არა

    5
    გასულია

    2 - 8 აგვისტო 2018 12:31

    ახალწვეულების ოთხეულიდან ის ერთადერთია, რომელსაც ამერიკულ ტურნეში მონაწილეობა არ მიუღია

    არც კოუტინიო არ მონაწილეობდა ტურნეში.

    0
    --------------------
    6-1 ❤
    გასულია

    1 - 8 აგვისტო 2018 12:14

    Gaatraka am sabutma saqme Ra process aseti prosta gayavt imatac dro tore raaris aseti pasportis micema

    13