როგორ გადაიბირა "ბარსელონამ" მალკომი

როგორ გადაიბირა "ბარსელონამ" მალკომი

კატალონიური Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მალკომის "ბარსელონაში" გადასვლა იმდენად მოულოდნელი არ ყოფილა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს.

გუშინწინ, "რომამ" მალკომის "ბორდოდან" ყიდვა დაადასტურა, მაგრამ გუშინ, ფეხბურთელმა კონტრაქტი "ბარსელონასთან" გააფორმა. როგორც ირკვევა, კატალონიური კლუბი 21 წლის ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მანამდეც აწარმოებდა.

ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, 2 კვირის წინ, ბარსელონაში მდებარე სასტუმრო Hotel Arts-ში, კლუბისა და ფეხბურთლის წარმომადგენლების შეხვედრა შედგა. ამ შეხვედრის დროს, "ბარსელონამ" მალკომის მიმართ ინტერესი დაადასტურა, მაგრამ ვინაიდან კლუბის პრიორიტეტი "ჩელსიდან" ვილიანის გადაბირება იყო, საქმე ამაზე შორს აღარ წასულა. მალკომის წარმომადგენელმა კი "ბარსა" გააფრთხილა, რომ ფეხბურთელით სერიოზულად იყო დაინტერესებული "რომა" და თუ ესპანელებს ბრაზილიელის შეძენა სურდათ, უნდა ეჩქარათ.

"ბარსელონამ" მალკომის მიმართ ინტერესი ცოტა ხნის წინ განაახლა. ამას 2 მიზეზი ჰქონდა - "ჩელსის" მიერ ვილიანში მოთხოვნილი დიდი თანხა და "რომას" მიერ ტრანსფერის დაჩქარება. საბოლოოდ, "ბარსამ" "რომას" აჯობა და ახალგაზრდა ტალანტი 41 მილიონ ევროდ გადაიბირა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    ფანი [?]
    #8 28 ივლისი 2018 11:51
    0
    კლუივერტს აგარ გაგვიყიდის რომა ! :D
    Irakli11
    სტუმარი [?]
    #7 25 ივლისი 2018 22:21
    0
    რას დაეძებთ რამდენი გადაიხადეს მთავარია ითამაშოს კარგად, უმტიტი 25 მილიონად იყიდეს ვაფშე, ვნახოთ მეორე სანჩესი არ გაიჩითოს...
    საიტის ლეგენდა  [?]
    #6 25 ივლისი 2018 17:00
    0
    არ მქონდა ამის თამაშები ნანახი და რაც მოვიძიე ინ-ეტში, ბურთთან ძმაკაცურად არის ეს ბავშვი და რატომღაც მეიმედება რომ გაამართლებს.
    zuka10
    სტუმარი [?]
    #5 25 ივლისი 2018 14:45
    0
    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    Xalxo satadarigoze reals raxalxi yavs da chven Vin gvyavs da dzaan kargia es room viyidet

    ხოოო

    ციტატა: zuka10
    ციტატა: ♛BaRcElOnA♛
    Xalxo satadarigoze reals raxalxi yavs da chven Vin gvyavs da dzaan kargia es room viyidet

    ხოოო

    რაბიო ან პოგბა ან პიანჩი უეჭველი მოსაყვანია
    nika 2
    სტუმარი [?]
    #4 25 ივლისი 2018 14:40
    0
    ციტატა: Guro messi
    ციტატა: nika 2
    ჩემი აზრით ტყუილად არაა გადაყრილი 41 მილიონი ამაში

    მეც დარწმუნებული ვარ კარგად ითამაშებს

    ციტატა: Guro messi
    ციტატა: nika 2
    ჩემი აზრით ტყუილად არაა გადაყრილი 41 მილიონი ამაში

    მეც დარწმუნებული ვარ კარგად ითამაშებს

    გეთანხმები
    Culé [?]
    #3 25 ივლისი 2018 14:34
    0
    Xalxo satadarigoze reals raxalxi yavs da chven Vin gvyavs da dzaan kargia es room viyidet
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 25 ივლისი 2018 14:34
    0
    ციტატა: nika 2
    ჩემი აზრით ტყუილად არაა გადაყრილი 41 მილიონი ამაში

    მეც დარწმუნებული ვარ კარგად ითამაშებს
    nika 2
    სტუმარი [?]
    #1 25 ივლისი 2018 14:30
    0
    ჩემი აზრით ტყუილად არაა გადაყრილი 41 მილიონი ამაში