ერიკ აბიდალის პრესკონფერენცია

ერიკ აბიდალის პრესკონფერენცია

"ბარსელონას" სპორტულმა დირექტორმა, ერიკ აბიდალმა, არტურის პრეზენტაციის დროს, რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

პაულინიო

"პაულინიოს ტრანსფერი, ეკონომიკურად, კლუბისთვის ძალიან მომგებიანია. თუმცა, გადაწყვეტილება მან მიიღო და არა ჩვენ.

მისი შემცვლელი? გუნდის ამჟამინდელ ნახევარმცველებს პატივს ვცემთ. დაგვემატა არტურიც. კონკურენტუნარიანი შემადგენლობა გვყავს, რომელმაც გასულ სეზონში დუბლი მოიგო."

ადრიან რაბიო

"რამდენიმე მიმართულებით ვმუშაობთ და ინფორმაცია მხოლოდ მაშინ გავაოფიციალურებთ, როდესაც რომელიმე ფეხბურთელს გავიფორმებთ. სამუშაო ბევრია, მაგრამ აქცენტს იმ ბირთვზე ვაკეთებთ, რომელიც გვყავს."

თავდამსხმელი

"უპირველესად, საკუთარ შემადგენლობას გავაანალიზებთ. ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. ერთმა თავდამსხმელმა ჩვენთან გადმოსვლაზე უარი თქვა, მაგრამ მუშაობას განვაგრძობთ."

წამსვლელები

"თუ ყველაფერი სტაბილურად წავიდა, გუნდს ფეხბურთელები კიდევ დატოვებენ.

სეზონი გრძელია. რამდენიმე ფეხბურთელს უნდა დაველაპარაკოთ. მათ მოქმედი კონტრაქტები აქვთ და ისინი ბედნიერები არიან. გადაწყვეტილებას კლუბი იღებს, მაგრამ ჯერ ფეხბურთელებს უნდა გავესაუბროთ."

ედენ აზარი

"ამ საკითხზე თავად ფეხბურთელს უნდა ჰკითხოთ. ჩვენ არ ვსაუბრობთ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენს კლუბში არ არიან."

ღვიძლის გადანერგვა

"ახლა ამაზე საუბრის დრო არაა. რაც სათქმელი მქონდა, ყველაფერი სოციალური ქსელის საშუალებით ვთქვი. ესაა ჩემი ისტორია და ის არასდროს შეიცვლება." - ციტირებს აბიდალის სიტყვებს Mundo Deportivo.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #4 14 ივლისი 2018 10:34
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: achi del barça
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: achi del barça
    აზარი არ ვიცი მაგრამ რაბიოს 90%ით დავითრევთ მგონი და ძალიან კარგი იქნება. უფრო შემტევ ნაცევარმცველს ველოდი ბურთის დამჭერის ილეთებით მაგრამ გამოცდილებს ვერავის ვთრეულობთ მგონი.

    რაბიოც საკმაოდ გამოცდილი და შემტევი ნახევარ მცელი უკვე გვყავს კოუტინიო ჩვენ ახლა იმენა ბურთის დამჭერი გვინდა და რაბიო მაგ საქმეს თავს კარგად გაართმევს

    მაგაში გეთანხმები მაგრამ. მარცხენა ფლანგზე ვის ვაყენებთ მერე? აზარდი მართლა დაგვხატავს იმენა. რაბიო კარგი დამჭერია მაგრამ ბუსკეტსის სტილთან უფრო ვაახლოვებ ვიდრე ჩავის. ისე სერხი რობერტოსიც მეიმედება ამ სეზონში თუ ნახ დაცვაშჯ ათამაშებს ეს ამჟავებული მცველი

    კოუტინიო რო გვყავს დაგავიწყდა? ეგ ბიჭი ინიესტას შემცვლელად მოიყვანეს და არა ნეიმარის

    ისე დემბოს რას ვუშვებით აზარი რო მოგვყავს
    Culé [?]
    #3 12 ივლისი 2018 22:52
    0
    აბი პეგენდააა იცის რა სჭირდება ბარსას
    achi del barça
    სტუმარი [?]
    #2 12 ივლისი 2018 22:46
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    ციტატა: achi del barça
    აზარი არ ვიცი მაგრამ რაბიოს 90%ით დავითრევთ მგონი და ძალიან კარგი იქნება. უფრო შემტევ ნაცევარმცველს ველოდი ბურთის დამჭერის ილეთებით მაგრამ გამოცდილებს ვერავის ვთრეულობთ მგონი.

    რაბიოც საკმაოდ გამოცდილი და შემტევი ნახევარ მცელი უკვე გვყავს კოუტინიო ჩვენ ახლა იმენა ბურთის დამჭერი გვინდა და რაბიო მაგ საქმეს თავს კარგად გაართმევს

    მაგაში გეთანხმები მაგრამ. მარცხენა ფლანგზე ვის ვაყენებთ მერე? აზარდი მართლა დაგვხატავს იმენა. რაბიო კარგი დამჭერია მაგრამ ბუსკეტსის სტილთან უფრო ვაახლოვებ ვიდრე ჩავის. ისე სერხი რობერტოსიც მეიმედება ამ სეზონში თუ ნახ დაცვაშჯ ათამაშებს ეს ამჟავებული მცველი
    achi del barça
    სტუმარი [?]
    #1 12 ივლისი 2018 22:42
    0
    აზარი არ ვიცი მაგრამ რაბიოს 90%ით დავითრევთ მგონი და ძალიან კარგი იქნება. უფრო შემტევ ნაცევარმცველს ველოდი ბურთის დამჭერის ილეთებით მაგრამ გამოცდილებს ვერავის ვთრეულობთ მგონი.