"ბარსელონამ" კონტრაქტი კიდევ ორ ახალგაზრდა ფეხბურთელთან გაახანგრძლივა
მონჩუს შემდეგ, "ბარსელონამ" კონტრაქტი კიდევ ორ ახალგაზრდა ფეხბურთელთან გაახანგრძლივა: ესენი არიან ხანდრო ორელიანა და გილემ ხაიმე.
17 წლის ორელიანა, რომელიც ნახევარდაცვაში თამაშობს, გუნდში ამ ხელშეკრულების მიხედვით 2021 წლამდე დარჩება, ორი წლის დამატების შესაძლებლობით და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნება.
ასევე 100 მილიონი ეღირება 19 წლის მარჯვენა მცველი გილემ ხაიმეც, იმ ახალგაზრდული გუნდის კაპიტანი, რომელმაც წელს ახალგაზრდული ლიგა მოიგო. მან კონტრაქტი 2020 წლამდე გაახანგრძლივა, კიდევ ორი სეზონის დამატების ვარიანტით.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 1 ]