დუგლას პერეირას მსურველი გამოუჩნდა

  • 9-07-2018, 22:11
  • დუგლას პერეირას მსურველი გამოუჩნდა

    უკვე ოთხი წელია, "ბარსელონას" რიგებში ირიცხება ფეხბურთელი, რომელიც კატალონიაში დასასვენებლად უფრო ხშირად ჩადის, ვიდრე ფეხბურთის სათამაშოდ. დუგლას პერეირამ თავისი კარიერის საუკეთესო წლებში "ბარსას" ძირითად გუნდში მხოლოდ 8 შეხვედრა ჩაატარა. პირველი ორი სეზონის განმავლობაში ის ძირითადად განაცხადს მიღმა იყო და ხანდახან 18 კაციან სიაში მოხვედრასაც კი ახერხებდა, ბოლო ორი წელი კი ბრაზილიელმა იჯარით სხვა გუნდებში გაატარა. 

    დუგლასი რამდენიმე თვის წინ ლისაბონში, "ბენფიკასთან" ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ პორტუგალიელებმა მისი დატოვება არ მოისურვეს და უკან, ესპანეთში დააბრუნეს. 

    იმის მიზეზი, თუ რატომ არ სურს "ბარსელონას" ხელმძღვანელობას დუგლასის გაყიდვა, ყველასთვის ამოუცნობია. ასეთ სიტუაციაში კი, საინტერესოა, რომ 27 წლის მცველს შეძენის მსურველი გამოუჩნდა: ეს თურქული "სივასსფორია", გუნდი რომელშიც ბრაზილიელი რობინიო თამაშობს. 

    Sport-ის ინფორმაციით, "სივასსფორმა" "ბარსელონას" უკვე მიმართა და თუ მოლაპარაკებებმა წარმატებით ჩაიარა, შესაძლოა, დუგლასი მოედანზე რეგულარულად ისევ ვიხილოთ, თუმცა არა "კამპ ნოუზე", არამედ მცირე აზიაში. 



    კომენტარები [ 11 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    11 - 10 ივლისი 2018 09:16

    ლიგა კი აქ მოგებული ბიჭს

    გასულია

    10 - 10 ივლისი 2018 00:18

    წაიღეთ ეს მძორი .მოგვაშორეთ.

    გასულია

    9 - 10 ივლისი 2018 00:17

    გილოცავთ არტური ოფიციალურად ბარსას ფეხბურთელია

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    8 - 10 ივლისი 2018 00:09

    არტურის გამოსასყიდი 400 მილიონია .. ჭკუაისწავლა ბართომ

    --------------------
    Rest In Peace Muhammad, black butterfly
    გასულია

    7 - 10 ივლისი 2018 00:03

    არტურ მელო ვიყიდეთ

    გასულია

    6 - 9 ივლისი 2018 23:58

    ოფიციალურად: არტური ბარსელონას ფეხბურთელია

    --------------------
    მე ფეხბურთს ვუყურებ, ვისაც მხოლოდ შედეგი აინტერესებს უყუროს ტაბლოს.
    გასულია

    5 - 9 ივლისი 2018 23:20

    ამ ზაფხულს "ბარსელონა" შემტევი პოტენციალისა და მოედნის ცენტრის გაძლიერებას გეგმავს.

    როგორც გავლენიანი გამოცემა Mundo Deportivo იუწყება, ამისათვის "ლურჯ-ბროწეულისფრებს" "ჩელსის" ნახევარმცვლ ვილიანისა და "პსჟ"-ს ჰავბეკ ადრიენ რაბიოს შეძენა უნდათ.

    ფრანგულ კლუბთან რაბიოს 2019 წელს ეწურება კონტრაქტი, ამიტომაც მისი შეძენა კატალონიელებს გაუადვილდებათ.

    სხვა სიტუაციაა ვილიანთან დაკავშირებით, რომლის სანაცვლოდაც "ჩელსი" 80 მლნ ევროს ითხოვს. სატრანსფერო ღირებულების დასაკლებად, "ბარსელონამ" აგენტ კია ჯურაბჩანს მიმართა, ამ უკანასკნელს "არისტოკრატების" პრეზიდენტ რომან აბრამოვიჩთან კარგი ურთიერთობა აქვს. გარდა ამისა, კატალონიელები მზად იქნებიან ლონდონში ერთ-ერთი თავისი ფეხბურთელი გაუშვან.

    გუშინ, მოგეხსენებათ, "ბარსელონამ" ნახევარმცველი, პაულინიო "გუანჩჯოუ ევერგრანდში" გაანათხოვრა.

    გასულია

    4 - 9 ივლისი 2018 23:20

    ე ბიჯო არიქა გაატანეთ უფასოდ გაატანეთ

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    3 - 9 ივლისი 2018 23:12

    Iqit gadauxadet tu vinme waiyvans

    გასულია

    2 - 9 ივლისი 2018 22:33

    Achuqet da samaliotis fuli iqet achuqet.

    საიტზეა

    1 - 9 ივლისი 2018 22:21

    ე ბიჯო აჩუქეთ იქეთ თუ ვინმეს მოუნდა ეს კაცი მადლიზე