"ბარსელონამ" 18 წლის ნახევარმცველთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

  • 9-07-2018, 21:57
  • "ბარსელონამ" 18 წლის ნახევარმცველთან ახალი კონტრაქტი გააფორმა

    ცოტა ხნის წინ, "ბარსელონამ" კონტრაქტი 18 წლის ნახევარმცველ რამონ როდრიგეს ხიმენესთან, იგივე მონჩუსთან გაახანგრძლივა. ფეხბურთელი კლუბის წევრი 2021 წლამდე იქნება, შემდეგ კი, მისი მიღწევების გათვალისწინებით, კატალონიელებს მოქმედ ხელშეკრულებაზე ორი წლის დამატება შეეძლებათ. 

    მონჩუს გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ "ბარსა" მის იოლად დათმობას არ გეგმავს. 

    კონტრაქტის ოფიციალურად გაფორმების შემდეგ, მონჩუმ მცირე კომენტარი გააკეთა. 

    "გახარებული ვარ იმით, რომ მსოფლიოს საუკეთესო გუნდში თამაშის გაგრძელების საშუალება მომეცა. იმედი მაქვს, მომდევნო წლებში კიდევ უფრო გავიზრდები, როგორც ფეხბურთელი". 

    მონჩუ ლა მასიაში 2012 წელს მალიორკადან მივიდა, გასულ სეზონში კი სადებიუტო შეხვედრა "ბარსა ბ"-შიც ჩაატარა. 

    თეგები: მონჩუ


    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 9 ივლისი 2018 23:19

    კარგია

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    1 - 9 ივლისი 2018 22:07

    Xavi simons daadet 500 milioni eg momavali iniestaa