"ბარსელონას" გომეშის შემცვლელად ექტორ ერერა სურს
თუ ESPN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას დავუჯერებთ, "ბარსელონას" ნახევარმცველს, ანდრე გომეშს, რომელიც, დიდი ალბათობით, კატალონიურ კლუბს მიმდინარე ზაფხულში დატოვებს, "პორტუს" კაპიტანი ექტორ ერერა შეცვლის.
ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსელონა" გომეშის შემცვლელს აქტიურად ეძებს. კატალონიელები ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მექსიკელ ნახევარმცველს, ექტორ ერერას განიხლავენ. ცნობილია, რომ "დრაკონები" მზად არიან 28 წლის ფეხბურთელი 35 მილიონ ევროდ გაუშვან.
ერერამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე 4-ივე მატჩში სრულად ითამაშა და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა.
ტეგები
მსგავსი სიახლეები
გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში
ინფორმაცია
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
კომენტარები [ 5 ]