რაკიტიჩის კომენტარი რუსეთთან მატჩის შემდეგ

  • 8-07-2018, 11:00
  • რაკიტიჩის კომენტარი რუსეთთან მატჩის შემდეგ

    "ბარსელონასა" ხორვატიის ნაკრების ნახევარმცველმა, ივან რაკიტიჩმა, მსოფლიოს ჩემპიონატის 1/4-ფინალიდან რუსეთის გამოგდების შემდეგ, კომენტარი გააკეთა.

    "ამ სეზონში 60-მდე მატში ვითამაშე, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე საკუთარი ქვეყნის მაისურით გამოსვლაზე უკეთესი არაფერია. ამ ტურნირზე და ასეთ დონეზე თამაში ყოველთვის დამატებითი ენერგიით გმუხტავს.

    ამ მოგებით სიამოვნება უნდა მივიღოთ და ხორვატიის ნაკრების მიერ 1998 წელს მიღწეულმა შედეგმა ჩვენზე ზეწოლა არ უნდა მოახდინოს. რაც 20 წლის წინ გააკეთეს, შესანიშნავია, მაგრამ ჩვენ ჩვენი ისტორიის დაწერა გვინდა. ასე შორს წასვლა ძალიან კარგი და პოზიტიური გამოცდილებაა. 1998 წლის თაობის წარმომადგენლები გმირები არიან, ჩვენ კი უფრო შორს წასვლა გვინდა.

    თავდაუზოგადავ ვმუშაობდით და ნახევარფინალში გასასვლელად ყველაფერი გავიღეთ. ვფიქრობ, ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც ხორვატიაა, ბრწყინვალე შედეგი ვაჩვენეთ.

    წინ ძალიან ძლიერი ინგლისი გველის. ეს გუნდი, შვედეთთან, ძალიან კარგად გამოიყურებოდა. საუკეთესოდ უნდა მოვემზადოთ, ამაზე შეჩერებას არ ვაპირებთ." - აცხადებს ივან რაკიტიჩი.

    ხორვატიამ, მსოფლიოს ჩემპიონატის ბოლო ორი მატჩი თერთმეტმეტრიანების სერიაში მოიგო და გადამწყვეტი დარტყმა ორივე შემთხვევაში რაკიტიჩმა შეასრულა.



    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 8 ივლისი 2018 16:22

    ვანია ბარსაშიც რო ეგრე ითამაშო როგორც ნაკრებში გვარიშვილობას არ დაკარგავ

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    5 - 8 ივლისი 2018 12:45

    ადმინს მივმართავ:
    რატომ არ ბლოკავთ უზრდელებს და ერთუჯრედიანის დონეზე მოაზროვნეებს, ვისთვისაც კომენტარი მხოლოდ გინებით გამოითქმის.. რას უყურებთ ამდენი ხანი ?!
    ეს ჩვენი გუნდის ფანების საიტია და სხვები თუ შემოდიან, უნდა დაიცვან ელემენტარული ზრდილობის ნორმები!
    ბარსას ფანებს აგინებენ და თქვენ გიხარიათ თუ როგორ არის საქმე?
    მარაზმია! ხვალ ამ "ვითომ" ადამიანებს თუ კიდევ ვიხილავთ საიტზე, ჩვენს ფანებს მოვუწოდებ ყველას დატოვოს საიტი.. და დიდი ალბათობით ამ საიტზე შევა სარჩელი სადაც საჭიროა, კომენტარები დაკოპირებულია, უბრალოდ წაშლა არ უშველის, გაყარეთ აქედან უზრდელები, უფრო სწორედ გაუზრდელები!!!

    გასულია

    4 - 8 ივლისი 2018 12:43

    უდავოა რომ ხორვატიის ლიდერი მოდრიჩია მარა გადამწყვეტ მომენტებში რაკეტამ იყოჩაღა მოდრიჩმა ლამის კიდევ ერთი პენალტით დაღუპა გუნდი

    გასულია

    3 - 8 ივლისი 2018 12:14

    რაკიტიჩი ბუსკეცის ზამენად უნდა იყოს მომდევნო სეზონში. იმედია გუნდი დაუბრუნდება 4-3-3სქემას

    გასულია

    2 - 8 ივლისი 2018 11:40

    იმედია მოგალპობენ სკამზე შემდეგი სეზონიდან

    გასულია

    1 - 8 ივლისი 2018 11:10

    რაკეტა შე ლომო