"არსენალი" ანდრე გომეშის გამო გუნდის ერთ-ერთ ლიდერს შეელევა?

  • 7-07-2018, 00:22
  • "არსენალი" ანდრე გომეშის გამო გუნდის ერთ-ერთ ლიდერს შეელევა?

    საიდუმლო არავისთვისაა, რომ ანდრე გომეში იმ ფეხბურთელთა სიაში შედის, რომლებმაც "ბარსელონაში" თავის დამკვიდრება ვერ მოახერხეს და რომელთა გაშვებაზეც ხელსაყრელი წინადადების შემთხვევაში კატალონიელები დიდი სიამოვნებით დათანხმდებიან. 

    პორტუგალიელი ნახევარმცველი ყოველწლიურად 4 მილიონს გამოიმუშავებს. ამაზე მეტის შეთავაზება კი, თითქოს არცერთ გრანდს არ უნდა სურდეს, მაგრამ საქმე ასეც არაა: ლონდონის "არსენალი", რომელსაც მომდევნო სეზონიდან ახალი ხელმძღვანელი ეყოლება, ფეხბურთელისთვის კარგი ხელფასის, "ბარსასთვის" კი 30 მილიონი ევროს გადახდაზეა თანახმა. ლონდონელები ზოგიერთი ინგლისური კლუბისგან განსხვავებით, უსაზღვრო ბიუჯეტით არ გამოირჩევიან და ამ თანხის გადახდაც კი გაუჭირდებათ, მაგრამ Sport-ის ცნობით, უნაი ემერის გომეში იმდენად მოსწონს, რომ მისთვის ფულის შესაგროვებლად უელსელი ნახევარმცველის, აარონ რემზის გაშვებაზეც იქნება თანახმა, რომელიც ბოლო წლებში "მეთოფეთა" რიგებში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. 

    "არსენალის" ერთადერთი მეტოქე გომეშისთვის ბრძოლაში მათი მოსისხლე მტერი, "ტოტენჰემი" იქნება, რომელსაც, პრესას თუ დავუჯერებთ, პორტუგალიელის დამატება ძალიან უნდა. 



    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 7 ივლისი 2018 14:11

    გაუშვით 30კარგი ფულია ამაში.

    გასულია

    5 - 7 ივლისი 2018 10:29

    არიქა გაატანეთ არ გადაიფიქროოოოოოოონ! sunglasses

    გასულია

    4 - 7 ივლისი 2018 08:24

    არსენალს არ აქვს იმდენი ბიუჯეტი გომეში რო იყიდოს? :დ

    გასულია

    3 - 7 ივლისი 2018 07:03

    წაიღეეეეთ!!!!

    გასულია

    2 - 7 ივლისი 2018 01:08

    ციტატა: M10 S9 D11
    ან მაგარი ჭორია ან კიდე ემერი გ********ა

    ან კიდე გადავა ეს არსენალში და ისე გაიგიჟებს თავს მთელ ბარსელონას ხელმძღვანელობას დორბლები ჩამოუვათ

    გასულია

    1 - 7 ივლისი 2018 00:26

    ან მაგარი ჭორია ან კიდე ემერი გ********ა

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued