"ბარსელონამ" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე დაკარგა

  • 7-07-2018, 00:08
  • "ბარსელონამ" ერთ-ერთი სატრანსფერო სამიზნე დაკარგა

    "რეალ ბეტისის" 22 წლის ნახევარმცველი, ფაბიან რუისი კარიერას "ნაპოლიში" გააგრძელებს. ეს იტალიური კლუბის ვებ-გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა. მისი გამოსასყიდი თახნის, 30 მილიონი ევროს გადახდის შემდეგ კარლო ანჩელოტის გუნდი მნიშვნელოვნად გაძლიერდა. 

    რუისს "ბარსელონას" საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უკავშირებდნენ, მაგრამ კატალონიელებმა მისი გამოსყიდვა არ მოინდომეს და შესაბამისად, ფეხბურთელი დაკარგეს. 

    თუმცა, ეს ერნესტო ვალვერდეს გუნდისთვის დიდი პრობლემა არ უნდა იყოს, რადგან ფაქტიურად გადაწყვეტილია, რომ გუნდი მალე ასევე ახალგაზრდა, პერსპექტიულ ნახევარმცველს, არტურ მელოს დაიმატებს. 

    ფაბიან რუისმა, რომელმაც სევილიური კლუბის შემადგენლობაში გასულ სეზონში 34 მატჩი ჩაატარა, "ნაპოლისთან" 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. 



    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 - 7 ივლისი 2018 13:50

    ის უფრო გამიკვირდებოდა რო არ დაეკარგათ. მერე იყიდიან მაგასაც 35 წლის ასაკში ჩინეთიდან!!!

    გასულია

    2 - 7 ივლისი 2018 00:31

    ესენი სავიჩის პიანიჩის ტიაგოს პოგბას კანტეს ერიკსენის აქედან რომელიმეს მომყვანები არიან?! ჭ-კლასის ფეხბურთელებს ვერ ყიდულობენ

    გასულია

    1 - 7 ივლისი 2018 00:11

    არაუშავს არანაირი ტრაგედია არ მომხდარა არტური ვითრიეთ და მოვიყვანთ კიდე ნახ მცველებს ასე რომ ბარსას არაფერი დაუკარგავს

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued