კოუტინიო და პაულინიო მუნდიალს ტოვებენ - ბელგია ნახევარფინალშია

  • 7-07-2018, 00:00
  • კოუტინიო და პაულინიო მუნდიალს ტოვებენ - ბელგია ნახევარფინალშია

    2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე მეოთხედფინალურ მატჩში ტურნირი ჩემპიონობის კიდევ ერთმა კანდიდატმა დატოვა. ტიტესა და რობერტო მარტინესის შეგირდთა დაპირისპირებაში გამარჯვება ბელგიელებმა მოიპოვეს. ფერნანდინიოს ავტოგოლისა და კევინ დე ბრუინის გასროლის წყალობით „წითლები“ მუნდიალის ნახევარფინალში ითამაშებენ.

    ბრაზილიელთა მხრიდან ერთადერთი გოლი შეცვლაზე შემოსულმა რენატო აუგუსტომ გაიტანა, რომელმაც ფილიპე კოუტინიოს ბრწყინვალე გადაცემა დააგვირგვინა. თუმცა, ეს მატჩის გადასარჩენად საკმარისი არ აღმოჩნდა.

    ფილიპე კოუტინიო და პაულინიო მუნდიალს ტოვებენ, პირველი ნახევარფინალური წყვილი კი ცნობილია - საფრანგეთი (უსმან დემბელე, სამუელ უმტიტი) ბელგიის წინააღმდეგ (ტომას ვერმალენი).



    კომენტარები [ 13 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    13 - 7 ივლისი 2018 15:33

    იცინონ იმ ბრაზილიის ფანებმა მესის რო დასცინოდნენ )

    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    გასულია

    12 - 7 ივლისი 2018 14:09

    კოუტინიო უმაგრესი ფეხბურთელია და კარგადაც ითამაშებს ამ სეზონში

    გასულია

    11 - 7 ივლისი 2018 11:25

    ბელგია მოჭიმავს საფრანგეთსაც აი ნახავთ

    საღოლ ბელგიას საკაიფოდ ეთამაშა

    გასულია

    10 - 7 ივლისი 2018 09:12

    რა მიკვირს იცით რომ ამბობდნენ ნეიმარი მსოფლიოს მოიგებს და ოქროს ბურთი მისიაო რა მისია რა გააკეთა მუნდიალზე ჩაჯმული დარბოდა მეტი არაფერი

    გასულია

    9 - 7 ივლისი 2018 00:52

    ციტატა: lesane C
    ველი როდის გახევს ფრანცია ბელგიას

    მეც მაგას ველოდები.დიდი ანგარით უნდა დააჩოქოს.

    გასულია

    8 - 7 ივლისი 2018 00:27

    ამ მსოფლიოს კარგი სამწვრთნელო შტაბი მოიგებს

    გასულია

    7 - 7 ივლისი 2018 00:19

    ნეიმარმა ისედი ცუდი ნაბიჯი გადადგა რომ მართლა დაიწყევლაა...უბრალოდ რა გაკეთა თითონაც მაგრად განიცდის აშკარად ))))))))))))

    გასულია

    6 - 7 ივლისი 2018 00:16

    ველი როდის გახევს ფრანცია ბელგიას

    გასულია

    5 - 7 ივლისი 2018 00:14

    ციტატა: Messiah
    ნეიმარი სად იყო მთელი მუნდიალის განმავლობაში?

    გორაობდა

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    4 - 7 ივლისი 2018 00:11

    ნეიმარი სად იყო მთელი მუნდიალის განმავლობაში?

    --------------------
    We 61D it !
    გასულია

    3 - 7 ივლისი 2018 00:09

    ისე, თუ გახსოვთ, ნეიმარს, "ბარსას" მეორე თუ მესამე სეზონში, თითქმის, მთლიანად ჰქონდა დავიწყებული სიმულაცია. სამწუხაროა, რომ ისევ სრულ დელფინად ჩამოყალიბდა. :)))

    გასულია

    2 - 7 ივლისი 2018 00:08

    ბრაზილიის ფანებო.ჩვენი ბიჭები მაინც ყველაზე მაგრები არიან.

    გასულია

    1 - 7 ივლისი 2018 00:04

    ეგეც თქვენი 222 მილიონიანი კლოუნი გახვრეტილი 5 თეთრიანის ფასი არაფერი გაუკეტებია დღეს დუგლას კოშტამ უფრო მეტი გააკეთა ნახევარ საათში ვიდრე ნეიმარმა 90 წუთში კოუტინიო უკლასნესია ყველაზე კარგად მაგან ითამაშა

    პ.ს. ანრი მოიყვანეთ ვალვერდეს ასისტენტად

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued