ფილიპე კოუტინიო - ვან გოგის სინდრომით „დაავადებული“ საფეხბურთო გენია

ფილიპე კოუტინიო - ვან გოგის სინდრომით „დაავადებული“ საფეხბურთო გენია

როცა ვან გოგს ხატვა აღარ შეეძლო, ის თვითდაზიანებისკენ გახდა მიდრეკილი - პათოლოგიური, იმპულსური გამოვლინების გამო, ხელოვანმა ყური მოიჭრა...

ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი "ბარსელონას" 105 მილიონი ფუნტი დაუჯდა და ამით, ის ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა სამეულში მოხვდა. კატალონიურმა გრანდმა ანდრეს ინიესტას შემცვლელისთვის უზარმაზარი თანხა არ დაიშურა. 

კოუტინიო თავდაუზოგავად ცდილობს "სელესაოს" მსოფლიო ჩემპიონატის ტიტული მეექვსეჯერ მოაგებინოს. მოედანზე სწორედ ის განასახიერებს ბრაზილიური ფეხბურთის არსს - გრაციოზულობასა და ფანტაზიას. აი ამიტომ ამახვილებს საზოგადოება ფილიპეზე განსაკუთრებულ ყურადღებას.

მოედანზე ლომია, ხოლო მის ფარგლებს გარეთ - თაგვი


"ხალხისთვის ფეხბურთელთა გარდასახვა წარმოუდგენელია. კოუტინიო მოედანზე ლომია, ჩვეულებრივ ცხოვრებაში კი - თაგვი. მას ცოლთან ხანგრძლივი ურთიერთობა აქვს და მოწოდების სიმაღლეს ოჯახში ყოველთვის აინე იკავებს. ვფიქრობ, რომ არა ეს ქალი, ფილიპე ახლაც ბრაზილიაში გააგორებდა ბურთს და მხოლოდ ამით იქნებოდა ბედნიერი.

კოუტინიოს ინტერესის სფერო მწირია. ის უბრალო და ძველმოდური პიროვნებაა. ფეხბურთი, ოჯახი, რელიგია და ტექნოლოგია. ნათესავებთან ერთად ლონდონში რომ წავიდეს არასდროს დაესწრება რომელიმე შოუს. უბრალოდ, ზოოპარკს ეწვევა, შემდეგ კი სახლში მაგიდის თამაშებით გაერთობა.

ფილიპე იმდენად მორცხვია, რომ ზოგჯერ ბავშვის შთაბეჭდილებას ტოვებს. შენ შეგიძლია ის გასაღების დუბლიკატის მოსატანად გაგზავნო, ბრაზილიელს კი ეს ჭკუას დააკარგვინებს."

საკუთარი საქმის მშვიდი პროფესიონალი

როკ-ვარსკვლავის ბიოგრაფია უფრო მარტივად იყიდება, ვიდრე მშვიდი, მორწმუნე ადამიანის. კოუტინიოს დასახასიათებლად მისი თანამემამულეების მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ. თუნდაც ადრიანო, რომელმაც თავგადასავალი ნარკოდანაშაულით დაასრულა. წვეულებაზე 60 ათასის ღირებულების საათით მისული ანდერსონი. ან, ავიღოთ რონალდინიო, ვინც... უბრალოდ, ავიღოთ გაუჩო.

შეხედეთ ნეიმარს. პსჟ-ს ლიდერის ენერგიულ ქმედებებსა და კოუტინიოს მოზომილ თამაშის რიტმს ბრაზილიაში ხშირად განიხილავენ. რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ნათლად გამოჩნდა ამ ფეხბურთელთა პიროვნული კონტრასტი.

ნეიმარს მუდამ თან დასდევენ პრესის ხმაურიანი სათაურები, "ბარსელონას" ნახევარმცველი კი მშვიდად უტანს შვეიცარიას, კოსტა-რიკას "კლავს" და ეს ყველაფერი მშვიდი პროფესიონალიზმის ხარჯზე ხდება, რომელიც არამხოლოდ მის ფეხბურთზე, არამედ პიროვნებაზეც კი მიუთითებს.

როცა ვინმე ფილიპეს საკითხს განიხილავს, პატივისცემით მოიხსენიებს მის დამოკიდებულებას ოჯახის მიმართ.

და მაინც, რა აქცევს კოუტინიოს ასეთ საინტერესოდ?

ადგილი სადაც კოუტინიომ ფეხბურთის თამაში დაიწყო - ოაზისი ჯოჯოხეთში

აპრილი რიო დე ჟანეიროში. რამდენად რთული წარმოსადგენიც არ უნდა იყოს, ტემპერატურა ეცემა.

ტაქსისტი ერთდროულად ორ საქმეს აკეთებს: საცობში ფრთხილად იკავებს მოწინავე ადგილს და ამოწმებს სატელეფონო პროგრამას, რომელიც აჩვენებს, თუ სად გაიელვეს ბოლოს მსროლელებმა. გარკვეულ ქუჩებში გავლისას უმჯობესია ფანჯარა დახურო.   

ეს ნამდვილი რიოა, რომლის რეალურ სახესაც ბევრი ვერ ამჩნევს. ერთ მხარესაა შეიარაღებული ძალების შტაბ-ბინა, მის გვერდით კი ვიწრო ჩიხი, სახელად Jacarezinho. მძღოლი ამბობს, რომ თუ აქ დილით აღმოჩნდებით, უბრალოდ გაგაფრთხილებენ, ღამით კი იქ მისულს პრობლემები არ აგცდებათ. საბოლოოდ, უახლოვდებით Clube dos Subtenentes e Sargentos-ს - ნამდვილი ოაზისი ჯოჯოხეთში. ეს ფუტზალის კლუბია, სადაც კოუტინიომ ბურთის თამაში 6 წლის ასაკში დაიწყო.

O Globo-ს ჟურნალისტი, რაფაელ მარკესი ირონიულად პასუხობს ჩემს შეკითხვას:
- შეიცვალა თუ არა რაიონი კოუტიონიოს წასვლის შემდეგ?

- გასაკვირია, მაგრამ არა. უარესი ვითარება უბრალოდ წარმოუდგენელია.

ფუტზალის კლუბის პრეზიდენტი, ჟილბერტო გუარა ამბობს: "საშიშროება? ეს ადგილზეა დამოკიდებული. ჩვენ ერთი რაიონის ტერიტორიაზე ვიმყოფებით, რომელსაც განსხვავებული ნაწილები აქვს. ზოგიერთ უბანში შეგიძლია ეზოში ითამაშო, ზოგიერთში კი ამის გაკეთება არ ღირს. კოუტინიოს ბავშვობიდან მოყოლებული, არაფერი შეცვლილა. დრო აქ ნელა გადის. შაქრის ქარხნების დახურვის შემდეგ, აქაურობა უამრავმა მაცხოვრებელმა დატოვა, მაგრამ ეს ყველაფერი ფილიპინიოსთვის არ ყოფილა. მას სხვანაირი ცხოვრება სურდა".

რაფაელ მარკესი ამატებს: "ის საშუალო ფენის წარმომადგენელი იყო. ღარიბული ცხოვრება კოუტინიოს თანმდევი არ ყოფილა, მაგრამ ხალხი ხშირად იგონებს სევდიან ისტორიას, რათა ამბავი უფრო ლამაზი გამოვიდეს".

ჟურნალისტს ფუტზალის კლუბიდან 5 წუთის სავალ მანძილზე არსებულ აპარტამენტთან მივყავარ. კარები დახურულია, ტერიტორიას თავს ვერ დაესხმები. იქაური რეალობისგან დაცულ კოუტინიოს კომფორტული პირობები ჰქონდა.

პრეზიდენტი აგრძელებს: "ის ნამდვილად მორცხვი იყო, მაგრამ თამაშის დროს სულ სხვა ხდებოდა. ხშირად დაინახავდით განმარტოებულს. ფილიპესთან კომუნიკაცია ჭირდა. გამოდიოდა მოედანზე, თამაშობდა, საფინალო სასტვენის შემდეგ კი მშობლებთან გარბოდა. თანაგუნდელებთან საუბარი დიდად არ უყვარდა. თითქოს, არასდროს ლაპარაკობდა. მისგან პარტნიორებისთვის ნათქვამი ერთი სიტყვაც კი არ მახსოვს". 

საკუთარ თავში ჩაკეტილი ჯადოქარი

გუარას ოფისის კედლები მისი კლუბის სხვადასხვა თაობის ფეხბურთელთა ფოტოებითაა მორთული. მიმითითებს მათკენ, ვინც პროფესიონალურ დონეზე ითამაშა. ბრაზილიაში ამ სპორტით ფულის გამომუშავებისთვის საოცრება უნდა ჩაიდინო. სერიოზული პოტენციალი ბევრს ჰქონდა, მაგრამ კოუტინიო ყოველთვის საუკეთესო იყო. "ჯადოქარი" - ასე მოიხსენიებს მას ჟილბერტო: "ბურთი ფილიპეს აქვს, 1 წამის შემდეგ კი ის ქრება".

ამ რაიონში მუშაობის 30-წლიანი სტაჟის მქონე მწვრთნელი და სკაუტი, ფერნანდო მასედო კოუტინიოს საოცრებებს იხსენებს. მის ხელში გამოვლილი თითოეული კადრიდან ის სწორედ ფილიპეს გამოარჩევს: "თითქოს მოედანზე მარტო იყო. მეტოქეთა ნახევარს ატყუებდა, შემდეგ კი მეკარეს ბურთს თავზე უგდებდა".

მასედო იხსენებს: "ფილიპე მაგიჟებდა. მამამისს ვუთხარი, რომ მისი კლუბში აყვანა მსურდა. ასეთი ტალანტის ხელიდან გაშვების უფლებას საკუთარ თავს ვერ მივცემდი. ზე კარლოსს (კოუტინიოს მამა) დაუყოვნებლივ სახლში წასვლა და დოკუმენტების მოტანა ვაიძულე. ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ არ სურდა ფილიპე ფეხბურთელი გამოსულიყო. ფიქრობდა, რომ მისი ვაჟი ინჟინერი გახდებოდა და შემოსავლის წყარო ექნებოდა. არადა, სწორედ სპორტი იყო პატარა ბიჭუნას წარმატებული კარიერის გარანტია. ახლანდელი სისწრაფე მას მაშინ არ ჰქონია, თუმცა გააჩნდა ინტელექტი და კლასი: ამჩნევდა იმას, რასაც სხვები ვერ ხედავდნენ. ყველაფერს აკეთებდა, რაც მის გონებაში გაიელვებდა".

"ვასკო და გამაში" წასვლის ეშინოდა, დედამისთან გარბოდა

მასედო განმარტავს: "რა უნდა მექნა? "ვასკო და გამა" - ჩემი სიყვარულია, მაგრამ კოუტინიოს წასვლა არ სურდა. ეშინოდა, მორცხვობდა და დედამისს ხელს არ უშვებდა. მწვრთნელმა მთხოვა ფილიპეს დავხმარებოდი და მისთვის ბურთი გადამეგდო. თითქოს ეს სისულელეა, მაგრამ როგორც კი ბიჭმა თამაში დაიწყო, მისი სრული გარდასახვა მოხდა. კლუბში გაწევრიანების საქმე რთული აღმოჩნდა".

"ვასკო და გამას" ფუტზალის კლუბს მარკუს ალექსანდრი წვრთნიდა. 1999 წელს, ის 15-წლამდელთა გუნდს ჩაუდგა სათავეში, მაგრამ ირგვლივ ყველა საუბრობდა ვიღაც ნიჭიერ ბავშვზე. მარკუსი ნამდვილი პროფესიონალი იყო და ამიტომ, შედარებით მცირეწლოვანთა კატეგორიის შესამოწმებლად გაეშურა. ის იხსენებს: "მთელი კლუბი აღელვებული იყო. ვხედავდით, რომ ფილიპე ყველას ჯობდა, მაგრამ მაშინაც კი არ მჯეროდა, რომ ამ სიმაღლეს მიაღწევდა. ბევრი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო".

ფერნანდოს კი არასდროს ეპარებოდა ეჭვი კოუტინიოს წარმატებაში. "ვასკო და გამაში" ფილიპეს პირველი მატჩის დროს მან ზე კარლოსს უთხრა, რომ ახალგაზრდა ბიჭი ბრაზილიის ნაკრებში ითამაშებდა. მამა ვაჟის წარმატებაში ბოლომდე დარწმუნებული არ იყო და კვლავ ფიქრობდა, რომ მისი შვილი ინჟინერი გახდებოდა.

ბრაზილიის 15-წლამდელთა ნაკრებში კოუტინიოს დანახვისას მასედოს სიხარულის ცრემლები სდიოდა, მაგრამ მაშინ მან არ იცოდა, რომ წინ კიდევ უამრავი ისტორია ელოდა...

კოუტინიოს ყოველთვის ვეჩხუბებოდით

"ეს რაიონი ნიჭიერი ფეხბურთელებითაა აღსავსე. ბევრი პროფესიონალი სწორედ ჩვენს სკოლაშია აღზრდილი, მაგრამ მათი გარკვეული ნაწილი სხვადასხვა მიზეზის გამო ბოლომდე ვერ გაიხსნა. აზრი არ აქვს რამდენად დიდ ტალანტს ფლობ თუ გვერდით მხარდამჭერები არ გყავს".-ამბობს გუარა.

კოუტინიოს ბრაზილიელი მეგობრები შეხვედრაზე დამთანხმდნენ. აღნიშნულ მისამართზე მისვლა უფრო სახიფათო იყო, ვიდრე ადგილზე გაჩერება. რამდენიმე ადგილობრივს ამ ტერიტორიის შესახებ ვკითხე და მათ, იქაურობისთვის თავის არიდება კატეგორიულად მირჩიეს. ფილიპე მშვიდად ცხოვრობდა, მაგრამ მის ირგვლივ ყოველთვის იყო უამრავი სირთულე და პრობლემა, რის შესახებაც არ იცოდა.

ვაშინგტონ და ვიტორ კარდოსოებმა კოუტინიოს ის მხარე დამანახეს, რაც არ ვიცოდი. ეს ტრიო "ვასკო და გამაში" შეიკრა. ამ ბიჭებთან ერთად ატარებდა ფილიპე თავისუფალ დროს თავის ბინაში. ეს ოჯახი მათ მეორე სახლად იქცა.

ვიტაომ მიამბო, თუ როგორ ცდილობდნენ ის და ფილიპე სასკოლო გამოცდის გადაწერას. არცერთი მათგანი არ მომზადებულა. დავა მიდიოიდა იმაზე, თუ რომელი იყო გადაწერის საუკეთესო ვარიანტი. საბოლოოდ, ბიჭებმა იჩხუბეს და ტესტი ჩააგდეს. ორი დღის განმავლობაში არ ლაპარაკობდნენ. ბოლოს კი ერთმანეთს თვალებში შეხედეს და სიცილი დაიწყეს, თითქოს აზრებს კითხულობდნენ.

"დღესაც ჰგონია, რომ მართალი იყო. თამაშის დროსაც ხშირად ვჩხუბობდით. მის უკან მეკავა პოზიცია და ვბრაზობდი, როცა გოლი ვერ გაჰქონდა. ეგოისტი ვიყავი, მაგრამ ჩემს ადგილას მასაც იგივე დაემართებოდა. ყველა დაგვცინოდა, რადგან მხოლოდ ჩვენ ვბრაზობდით ერთმანეთზე. თამაშის შემდეგ უბრალოდ ვიცინოდით. ფილიპე მატჩის დროს ყოველთვის დაძაბული იყო".-ამბობს ვიტაო.

ვაშინგტონი ამბობს, რომ როგორც თავდამსხმელს, მას კოუტინიოსთან ტელეპათიური კავშირი ჰქონდა. მას დღემდე შეუძლია მოედანზე ფილიპეს ქმედებების პროგნოზირება. როცა ეს ძაფი სტადიონის ფარგლებს მიღმა იწყებდა მუშაობას, ფილიპე ბრაზდებოდა.

"აინე და კოუტინიო ერთ ქუჩაზე ცხოვრობდნენ. ეს გოგო ფილიპეს ყურადღებას არ უთმობდა. როგორც იქნა, პაემანზე სიარული დაიწყეს, მაგრამ ხშირად ჩხუბობდნენ და ერთმანეთს შორდებოდნენ. ვიტაო ორმხრივ ცეცხლში იყო გახვეული და მათ შერიგებას ცდილობდა. ეს ყოველთვის ასე ხდებოდა. ახლა ადგილი ნამდვილ სიყვარულს აქვს. ისინი 15 წლის ასაკიდან ერთად არიან.

კოუტინიო აინეს მამას დასაწყისიდანვე ეუბნებოდა, რომ ერთ დღესაც ისინი იქორწინებდნენ."-იხსენებს ვაშინგტონი.

კოუტინიოს ცოლის სახელი მოთამაშესთან დაკავშირებულ ყველა ისტორიაში გვხვდება. აინე მისი მარჯვენა ხელი და თანმდევი ვარსკვლავია. ერთ-ერთი მათი ლივერპულელი მეგობარი იხსენებს, რომ ყოველ ჯერზე, როცა ფილიპე აგენტით, მენეჯერით ან კლუბის წარმომადგენელით უკმაყოფილო იყო აინე ეუბნებოდა: "ადექი და თავად მოაგვარე".

მომავლის პროგნოზირების საუკეთესო გზა მისი შექმნაა

კოუტინიო მოედანზე საფეხბურთო ენით საუბარს ანიჭებდა უპირატესობას, რასაც მისი ძველი მწვრთნელი, მარკუსი ადასტურებს. მაგალითისთვის, ის "ვასკო და გამას" "ბოტაფოგოსთან" დაპირისპირებას იხსენებს. ისინი 0:2 მარცხდებოდნენ და მწვრთნელი დანებდა. ფილიპემ სიმშვიდე შეინარჩუნა და სპეციალისტს პასუხი მოედანზე გასცა. მეორე ტაიმში, ახალგაზრდა ბიჭის ნაჩვენებმა თამაშმა რადიკალურად შეცვალა მატჩის მსვლელობა. საკუთარი თავის მიმართ ბრაზილიელი იმდენად მომთხოვნი იყო, რომ მის ძმებს, ლეანდროსა და კრიშტიანუს ვიდეოჩანაწერების გაკეთებას სთხოვდა, რათა სახლში დაბრუნებულს, ყველაფერი გაეანალიზებინა. ფილიპეს ჯერ კიდევ მაშინ ესმოდა, რომ მომავლის პროგნოზირების საუკეთესო გზა მისი შექმნაა.

15 წლამდე კოუტინიო ფუტზალსა და დიდ ფეხბურთს თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ის მოედნის ცენტრში დაიწია. მარკუს ალექსანდრი ყვება: "თავიდანვე შევამჩნიე ფილიპეს პოტენციალი. 14 წლის ასაკში კოუტინიოს სხვებისგან განსხვავებული, საოცარი ტექნიკური მონაცემები ჰქონდა. მაშინ მივხვდი, რომ ის სუპერვარსკვლავი გახდებოდა".

"მისი მაგალითი გვარწმუნებს, რომ ფუტზალის თამაშის გამოცდილებას სარგებელი მოაქვს. პატარა მოედანზე სწავლა უფრო მარტივია, რადგან გუნდები ბევრად უფრო კონცენტრირებულები არიან და კურსები ინტენსიურია. ეს აქ საფეხბურთო კულტურის ნაწილია, როგორც "სთრით-ბოლი" კალათბურთში.

თუმცა, ბრაზილიაში ტალანტი საკმარისი როდია. ბევრი რამ მშობლებზეცაა დამოკიდებული. ცუდმა კამპანიამ, შესაძლოა, ყველაფერი წყალში ჩაყაროს". - ალექსანდრმა პრაქტიკულად გუარას სიტყვები გაიმეორა.

კოუტინიო კრახზე ნამდვილად არ ნერვიულობდა. ოჯახი, მეგობრები და მომავალი ცოლი. დანარჩენი უბრალოდ დროის საკითხი იყო.

თავიდანვე ვიცოდით, რომ ფილიპე ვარსკვლავი იქნებოდა

კოუტინიოს პირადი მიღწევები საპატიო ადგილასაა გამოკრული თითქმის ყველგან, სადაც მას უთამაშია. ბრაზილიის შტატთა ჩემპიონატი მას 12,13 და 14 წლის ასაკში აქვს მოგებული "ვასკო და გამასთან" ერთად. ახალგაზრდულ ნაკრებში კი ფილიპე ერთ-ერთი გამორჩეული ტალანტი იყო. 

ქვემოთ წარმოდგენილი ვიდეოს ნახვის შემდეგ, ნამდვილად აღარ გაგიკვირდებათ, რომ 15 წლის კოუტინიოს "რეალიდან" დაურეკეს. "ვასკომ" FIFA-ში საჩივარი შეიტანა და ისტორია რადიკალურად შეცვალა.

"დასაწყისიდანვე ვიცოდით, რომ ფილიპე ვარსკვლავი გახდებოდა. საკუთარ თავზე ბევრს მუშაობდა, დისციპლინირებული იყო, არ სვამდა ალკოჰოლურ სასმელს და საკუთარ კონდიციას დიდ ყურადღებას აქცევდა."-იხსენებს ვაშინგტონი. მადრიდის "რეალმა" ვერაფერს მიაღწია, მაგრამ კოუტინიოს ტრანსფერის თაობაზე წინადადებები არ წყდებოდა.

ვიტაოს თქმით, ისინი ჯერ 17 წლისანი არ იყვნენ, როცა ფილიპე იტალიაში "ინტერთან" კონტრაქტის გასაფორმებლად გაემგზავრა. "პირველი ვიყავი ვისაც ეს ამბავი ახარა. ჯერ არავინ იცოდა. კოუტინიო თავისი დონით აქაურობას არ შეეფერებოდა და გვესმოდა, რომ უნდა წასულიყო. ასეთ დროს ეგოისტი ხდები და მეგობრის დაკარგვა არ გსურს".

ფილიპე, სანამ წახვალ ბრაზილიელებს მოგონებები აჩუქე

კოუტინიომ კონტრაქტი 16 წლის ასაკში გააფორმა და მას ჯერ იტალიაში გამგზავრება არ შეეძლო. ფილიპეს ჯერ კიდევ ჰქონდა დრო ვიტაოსთან ერთად სათამაშოდ. ნებისმიერი ქომაგი მოგიყვებათ 2009 წელს, "მარაკანაზე" "ვასკო და გამასა" და "ფლამენგოს" ახალგაზრდულ გუნდებს შორის გამართული დაპირისპირების შესახებ. სტადონზე 20 ათასმა ქომაგმა მოიყარა თავი. ასეთი დონის შეხვედრებისთვის ეს ფენომენალური მაჩვენებელია. მწერალი ანდრე შმიდტი კოუტინიოს იხსენებს: "ის უბრალოდ დაფრინავდა და უშიშრად იწყებდა დრიბლირებას. სამი თვის შემდეგ ძირითად გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა, მაგრამ ხისტი მცველების წინააღმდეგ დასაწყისში, უძლური იყო.

გამოუცდელობამ თავისი როლი ითამაშა და პირველ წელს გუნდში 12 უგოლო შეხვედრა ჩაატარა. თუმცა ბრაზილიის დატოვებამდე, კოუტინიოს მაგიური 6 თვე ჰქონდა. "ბოტაფოგოს" წინააღმდეგ მატჩში, პროფესიონალურ დონეზე ფილიპემ თავისი პირველი დუბლი გაიფორმა. კლუბმა 6:0 მოიგო. 2010 წელს, სანამ ჩემოდნის ჩალაგების დრო მოვიდოდა, მან 32 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა".

კოუტინიო ვაშინგტონსა და ვიტაოსთან კვლავ მეგობრობს. ისინი მეგობარს ლივერპულში არაერთხელ ესტუმრნენ. ახლა სავარაუდოდ, ბარსელონაშიც აღმოჩნდებიან. თავის მხრივ, ფილიპეც ელოდება ბრაზილიაში, ბარბიკიუზე მიიწვევას. "ის უაღრესად თავდაჭერილია და არასდროს საუბრობს ანაზღაურების საკითხზე." - ამბობს ვაშინგტონი.

მიუხედავად ტიტულებისა, ფილიპე ძველებურ სახეს ინარჩუნებს. ის კვლავ უბრალო, მეოცნებე ბიჭია. "წარმატებას კოუტინიო არასდროს შეუცვლია. ყველა იმაზე დარდობდა, თუ როგორი იქნებოდა "ინტერში" გადასვლის შემდეგ. მისი გარდასახვის გვეშინოდა, მაგრამ არაფერი მომხდარა." - ამბობს ვიტაო.

ყოველივე ამისგან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: კოუტინიო საინტერესო იმითაა, რითაც ყველაზე უინტერესო ჩანს...

სტატიის ორიგინალის ავტორი: Bleacher Report-ის ჟურნალისტი ევან მაკენი.

ნათარგმნია სპეციალურად, Barcamania.ge-სთვის.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #6 7 ივლისი 2018 14:01
    0
    ავტორს ბრავო მაგარი სტატიაა.კოუტინიო კი მაგრად ითამაშებს მომდევნო მატჩებში უმაგრესი ბიჭია
    buskvercxi
    სტუმარი [?]
    #5 7 ივლისი 2018 10:29
    0
    ოჯახი მნიშვნელოვანია,მაგრამ არა ნაკლებ მნიშვნელოვანია კლუბი,რომელშიც ირიცხები. ამ საიტზე ბევრი აგდებულად მოიხსენიებთ ლივერპულს. სწორედ ეს კლუბი იყო კოუტინიოს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში. მას ტალანტი ქონდა და მხოლოდ და მხოლოდ ტალანტი,რომელიც ვერ შეაფასეს ინტერში,მერე ესპანიოლში იჯარა იყო. ჰოი საოცრება ვერ შეამჩნიეს აქ ბარსას წარმომადგენლებმა და ალბათ სარისკო საქმეთ შერაცხეს. გამოჩნდა გუნდი,რომელმაც ის აიყანა,მისცა დრო განვითარებისთვის და რამოდენიმე წელში კოუტინიო ვარსკვლავად იქცა. მან გამოიჩინა უმადურობა ლივერპულის მიმართ. გუნდიდან წასვლა ყველას შეუძლია,მაგრამ გაჩნია როგორ წახვალ. არ დადიოდა ვარჯიშებზე და ტრანვას იმიზეზებდა,მერე ნაკრებში თამაშობდა. რა გასაკვირია,რომ გუნდი რომელმაც ამდენი დრო და ფინანსები დახარჯა ამ ფეხბურთელზე არ უნდოდა გაშვება. ლივერპულს ადანაშაულებთ ამ საიტზე და მაინტერესებს რა იქნებოდა მესის 2009 წელს რო მოენდომებინა ამ გვარად წასვლა გუნდიდან. ნეიმარის ქცევაც კი ვერ შეედრება ამისას. უმადური ბიჭია ეს კოუტინიო და ყველა საფეხბურთო ღმერთი განარისხა ამისათვის. ნეიმარმაც არ დააკლო და კი გაუშვეს სანაგვეზე ბელგიელებმა. ამით მტკიცდება,რომ სამართალი არსებობს და არსებობ რაღაც ან ვიღაც ვინც ამაზე ფიქრობს. ცოლმა შეიძლება სხვა დროს კარგი რჩევა მისცა,მაგრამ აქ შეცდა. "დიაცის გუნება იწრო არსო ჯერ კიდევ 5 საუკუნეში თქმულია და ფაქტიც სახეზეა. ლივერპულიდან წავიდა ტორესი,წავიდა სუარესი,ოუენი და არცერთი მიმართ არ გამჩენია ასეთი ზიზღის გრძნობა,როგორც ეს კოუტინიოს მიმართ გამიჩნდა. რას იზავ ბევრისთვის 1-2 მილინით მეტი ანაზღაურება უფრო მნიშვნელოვანია,ვიდრე საუკეთესო ქომაგებისთვის თამაში. იგივე სუარესი,რომელსაც ყოველთვის ვუქომაგებ,რადგან მას არ უნდოდა წასვლა ლივერპულიდან. იგლისის საფეხბურთო ასოციაციის მცდელობამ თავისი გაიტანა,რომელშიც ლივერპული არ იყო მოწოდების სიმაღლეზე. მან მიიღო გადაწყვეტილება და უნდოდა წასვლა,მაგრამ დარჩა,არ მიატოვა ვარჯიშები და ყველა თამაშში მაქსიმუმს აკეტებდა. მას დღესაც უყვარს ლივერპული და ლივერპულშიც დიდ პატივს სცემენ. ხშირად ბინძურ წესებს იყენებს მოედანზე,მაგრამ ის მებრძოლია და არ უყვარს წაგება. კოუტინიო კი ფულისტი ნაბიჭვარია,რომელიც ცოლის ფეხებ შუა ხვრელმა დაამონა და ის მართავს. ასე რომ ჯადოქარი კი არა ფუჩუს მონააა!
    Culé [?]
    #4 7 ივლისი 2018 10:23
    0
    ბრავო კოუს! scream
    ..და რა თქმა უნდა სტატიის ავტორს! sob
    Mishiko
    სტუმარი [?]
    #3 7 ივლისი 2018 02:14
    0
    გენიოსიაა <3 ბრავო ფილიპეე <3
    Culé [?]
    #2 6 ივლისი 2018 21:58
    0
    მაგარი სტატიაა
    Culé [?]
    #1 6 ივლისი 2018 21:54
    0
    კლასნია კოუ <3