„ევერტონის“ რადარზე მინასთან ერთად პაკო ალკასერიც იმყოფება

  • 6-07-2018, 15:22
  • „ევერტონის“ რადარზე მინასთან ერთად პაკო ალკასერიც იმყოფება

    „ბარსელონა“ გუნდის გაცხრილვას იწყებს. ივნისში კლუბი ჟერარ დეულოფეუმ დატოვა. კატალონიელებმა რამდენიმე წინადადება მიიღეს იერი მინასა და პაულინიოს ტრანსფერის თაობაზეც, თუმცა პირველ რიგში, ესპანეთის ჩემპიონები გაუშვებენ იმ მოთამაშეებს, რომლებიც ერნესტო ვალვერდეს გეგმებში არ შედიან.

    ერთ-ერთი მათგანი პაკო ალკასერია, რომლის მიმართ ინტერესს „ევერტონი“ იჩენს. მერსისაიდელებს ესპანელი ფორვარდის გაფორმება იანვარშიც სურდათ.„ბარსელონას“ მიზანი სოლიდური თანხის გამომუშავებაა. როგორც იცით, 2 სეზონის წინ „ლურჯ-შინდისფრებმა“ პაკოს სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადეს.

    Sport-ის ინფორმაციით, „ევერტონს“ ყველა საჭირო ინფორმაცია აქვს ფეხბურთელის შესახებ და ახლა ინგლისურ კლუბს საბოლოო გადაწყვეტილების გაკეთება მოუწევს - მიმართოს თუ არა „ბარსას“ შეთავაზებით.

    „ბარსელონა“ ალკასერის წარმომადგენლებს მომდევნო კვირას შეხვდება და ამცნობს, რომ ფორვარდი კლუბის გეგმებში არ შედის. იანვარში, პაკომ კლუბის დატოვება არ მოისურვა. ფეხბურთელი აირჩევს ვარიანტს, რომელიც მის ანაზღაურებაზე ნეგატიურ გავლენას არ მოახდენს.



    კომენტარები [ 8 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    8 - 6 ივლისი 2018 18:55

    მუქთად არ გაატანოთ გენიოსებო, ინგლისელებს ფული ოხრად აქვთ.

    გასულია

    7 - 6 ივლისი 2018 17:38

    უნდა წავიდეს.ეს მისთვისაც კარგი იქნება

    გასულია

    6 - 6 ივლისი 2018 17:28

    გაა"ვას ევერტონში მეტი რა უნდა

    გასულია

    5 - 6 ივლისი 2018 17:12

    წავიდეს რა

    გასულია

    4 - 6 ივლისი 2018 16:56

    მოიშორეთ ეს ყლ* კაცა გთხოვთ მალეე

    გასულია

    3 - 6 ივლისი 2018 16:38

    მარტო არნაისის იმედზე ვერ დარჩები ეს თუ მიდის სუას აუცილებლად უნდა დუბლიორი ან ტიმო ვერნერი ან ანდრეა ბელოტი კაი იკნებოდა

    --------------------
    p.coutinho
    გასულია

    2 - 6 ივლისი 2018 16:06

    თავდამსხმელი თუ არ მოიყვანეს იყოს ზამენაზე მარა არნაისიც უნდა დავაწინაუროთ

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    1 - 6 ივლისი 2018 15:43

    15-shic gavatandi