პაულინიო ჩინეთში დაბრუნებაზე ფიქრობს

პაულინიო ჩინეთში დაბრუნებაზე ფიქრობს

"ბარსელონას" ბრაზილიელი ნახევარმცველი პაულინიო, შესაძლოა, ჩინეთის ჩემპიონატში დაბრუნდეს. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.

წყაროს ცნობით, 29 წლის ფეხბურთელს ფინანსურად მიმზიდველი შეთავაზება აქვს, რომლის შესახებაც "ბარსელონამაც" იცის. კატალონიური კლუბი პაულინიოს აგენტთან შეხვედრას გეგმავს.

საუბარია ბრაზილიელის დაახლოებით 50 მილიონ ევროდ გაყიდვაზე. იმის გათვალისწინებით, რომ გასულ სეზონში, "ბარსამ" პაულინიოში 40 მილიონი ევრო გადაიხადა და მიმდინარე თვეში ფეხბურთელი უკვე 30 წლის ხდება, 50 მილიონი ცოტა არაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ პაულინიოს ევროკავშირის მოქალაქეობა არ აქვს და მისი წასვლა კლუბს საშუალებას მისცემს იყიდოს არტური და შეინარჩუნოს იერი მინა.

პაულინიოს ტრანსფერის მინუსი მისი თამაშის სტილია, რომელიც "ბარსელონას" სჭირდება. ამ ფეხბურთელს, ნახევარდაცვაში თამაშის გარდა, სიტუაციის საჯარიმოში გამწვავებაც შეუძლია. "ბარსას" მისი შემცვლელი დასჭირდება, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მსგავსი ფეხბურთელის ბაზარზე მოძებნა ადვილი არ იქნება.

ასევე ვრცელდება ცნობები, რომ პაულინიოს შეძენის სურვილს ტურინის "იუვენტუსი" და ლონდონის "ჩელსი" გამოთქვამენ.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    dgogssi
    სტუმარი [?]
    #3 5 ივლისი 2018 20:24
    0
    პაულინიო ზამენიდან საუკეთესოა და ისედაც კარგია რიგ თამაშებში ძირიტადშიც იქნება. ეს რომ გაყიდონ ვინ მოყავთ უკეთესი? ამაზე უკეთესი პოგბაა და კი ღირს 100 მილიონით ძვირი . smile
    Culé [?]
    #2 5 ივლისი 2018 16:57
    0
    ციტატა: sebiskver
    გაუშავ კაცო, დიდად არაფერში დააკლდება ეს ბარსას. 50 მილიონი თემაა smiley
    დენისი რისთვის გვაყვს

    დენისი კარგია მაგრამ პაუს გამოცდილება და ჟინი, ცეცხლი აკლიააა..
    არ არის გასაშვები, თან სკამზეც ზის და პრობლემას ამის გამო არ ქმნის, აქ უნდა დატოვონ ეს სამუდამოდ, იმსახურებს კიდეც..
    SHOTAMESSI10
    სტუმარი [?]
    #1 5 ივლისი 2018 16:48
    0
    ჭორია