რივალდო: პსჟ-ს „რეალისა“ და „ბარსას“ მსგავსი ტრადიციები არ გააჩნია

ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ყოფილმა შემტევმა, რივალდომ ნეიმარის კარიერაზე საუბრისას "ბლაუგრანას" ტრადიციულობას გაუსვა ხაზი. 

"ნეიმარი პსჟ-ში ოქროს ბურთს ვერასდროს მოიგებს. მისთვის შესაფერის ფეხბურთს ესპანეთში თამაშობენ. სწორედ ამიტომაა მისთვის ასეთი მნიშვნელოვანი მადრიდულ გრანდში ტრანსფერი.

პარიზულ კლუბს არ აქვს ისეთი ტრადიციები, როგორიც "რეალსა" და "ბარსელონას" - ამბობს რივალდო.

მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს, ნეიმარი 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ბარსადან" პსჟ-ში გადავიდა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    საიტის ლეგენდა  [?]
    #4 5 ივლისი 2018 14:03
    0
    მოგეხსენებათ, რომ გასულ წელს, ნეიმარი 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ბარსადან“ პსჟ-ში გადავიდა.

    ყველა სტატიას ნეიმარზე ეს ახსნა-განმარტება უნდა მოაყოლოთ? ნერვებს გვისინჯავთ თუ გგონიათ ვინმემ ეს ამბავი არ იცის?

    ციტატა: buskvercxi
    რა თქმა უნდა ეგრეა. პსჟ ცდილობს გახდეს რეალი და ბარსა,მაგრამ ვერასოდეს მივა მათ დონემდე,ჯერ ყოველშემთხვევაში და ამ დროში ნეიმარს ფეხზე ცხვარს გამოაბავენ. როგორც სიტი ვერასოდეს გახდება ლივერპული და მანჩესტერი,ისეა პსჟც. შეიძლება დახარჯონ მილიონები,მაგრამ ტრადიციებს ფულით ვერ იყიდი. სადღაც 80იანი წლების ბოლოს ინგლისში ბობოქრობდნენ მერსისპირელები,რომელთაც ნორმალური კონკურენტიც კი არ ყავდათ ინგლისში და ზოგ სეზონებში ევროპაშიც. მერე ფერგიუსონის ეპოქა დაიწყო,რომელმაც 20 წელზე მეტი დახარჯა იმის შექმნაში,რაც დღეს არის მანჩესტერი. ეს ალბათ იმის ბრალიც იყო,რომ ლივერპულს აუკრძალეს 5 წელი თამაში ევროტურნირებზე,რამაც გამოიწვია ცვლილებები კლუბში. სიტიში გვარდიოლა დიდ ხანს არ გაჩერდება და სიტი არ არის ბარსა. ბარსაში 20 წელი ეჩვეოდნენ იმ სისტემას,რაც დღეს არის და ეს მისსი სტილია. არ მგონია,რომ სხვა გუნდი შეძლებს ამდენ ხანს ასეთ სტილში თამაში. ინგლისში ყველაზე პერსპექტიული კლუბი ლივერპულია,რადგან ამ გუნდის მესაჭე ჯიუტი გერმანელია,რომელიც მეთოდურად მიდის მიზნამდე. სახლის შენებას სახურავიდან არ იწყებს,როგორც მოურინიო ან გვარდიოლა ბაიერნში და გვარდიოლა სიტიში. ასევე პოჩეტინოც გამოსარჩევი ტრენერია. შემდეგი 2-3 სეზონში ბარსა ატლეტიკოს პაექრობას ვნახავთ და რეალი ამ ორ გუნდს კონკურენციას ვერ გაუწევს,რადგან ლოპოტეგი არ არის იმ დონის ტრენერი რო რამე გამოუვიდეს სიმეონესთან და ვალვერდესთან. პრაგმატიზმის ერა იწყება ესპაეთში. ვალვერდე და სიმეონე ამაში მოწინავეები არიან. ბარსა ნელნელა ივიწყებს თავის საფირმო სტილს,რადგან ხავი და ინიესტა უკვე წავიდნენ და მესიც მალე წავა. ეს 3 ქმნიდა იმ სტილს,რაზეც ბარსა იდგა ამდენ ხანს. დასახელეთ ფეხბურთელი,რომელიც ამ 3 შემცვლელად მოიაზრებთ. მე ვფიქრობ,ჯერ არ გამოჩენილან და ამას ფიქრობენ ბარსაშიც.

    "ეს ალბათ იმის ბრალიც იყო,რომ ლივერპულს აუკრძალეს 5 წელი თამაში ევროტურნირებზე,რამაც გამოიწვია ცვლილებები კლუბში."
    მარტო ლივერპულს კი არ აუკრძალეს, ინგლისის ყველა კლუბს, ასე რო ლივერპული რომელიმე ინგლისურ კლუბზე მეტად დაზარალდაო არ არის სწორი ვარაუდი.
    Anastasia13
    სტუმარი [?]
    #3 5 ივლისი 2018 14:00
    0
    Rogori afsurdebi iwereba yovel zafxuls, jer Ronaldo juveshio mere ney realshio
    zuka10
    სტუმარი [?]
    #2 5 ივლისი 2018 11:52
    0
    100%-ით
    buskvercxi
    სტუმარი [?]
    #1 5 ივლისი 2018 09:30