„ბარსელონელებს“ მუნდიალზე 10 გოლი დაუგროვდათ

„ბარსელონელებს“ მუნდიალზე 10 გოლი დაუგროვდათ

"ბარსელონას" ფეხბურთელებს რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საერთო ჯამში 10 გოლი დაუგროვდათ.

მუნდიალზე თავის გამოჩენა იერი მინამ (3), ფილიპე კოუტინიომ (2), ლუის სუარესმა (2), ლეო მესიმ, ივან რაკიტიჩმა და პაულინიომ მოახერხეს. "ბარსელონელებმა" წინა ორი ჩემპიონატის შედეგი გაიმეორეს.

კლუბის რეკორდის გამეორებამდე მუნდიალზე დარჩენილ 7 ფეხბურთელს (ლუის სუარესი, სამუელ უმტიტი, უსმან დემბელე, ფილიპე კოუტინიო, პაულინიო, ტომას ვერმალენი, ივან რაკიტიჩი) 5 გოლი აშორებს. 1994 წელს, ამერიკაში, სტოიჩკოვმა, რომარიომ, გოიკოჩეამ, ბეგირისტაინმა და პეპ გვარდიოლამ 15-ჯერ შეძლეს მეტოქის კარის აღება.

მიმდინარე მუნდიალზე ნაჩვენები შედეგით "ბარსელონა" პსჟ-სა და "ტოტენჰემთან" ერთად პირველ ადგილს იკავებს. სამივე გუნდის წარმომადგენელთა აქტივში 10 გოლია. აქტიური მდევრები "რეალი" (9) და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან (8).

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 5 ივლისი 2018 12:00
    0
    ციტატა: M10 S9 D11
    სუა რაკიტიჩი კოუ და პაუ კიდე გაიტანენ უნდა მოხსნან ეგ რეკორდი

    დემბელეც კარგად ათამაშდება.