გვარდიოლა: ”კარგი მატჩი იქნება”

გვარდიოლა: ”კარგი მატჩი იქნება”

”პანათინაიკოსთან” გამართული მატჩის შემდეგ გამართულ პრეს კონფერენციაზე ბერძენმა რეპორტიორმა შეაქო გვარდიოლა და აღნიშნა, რომ ”ბარსელონა” შეუჩერებელია. მის ნათქვამს არ დაეთანხმა თავად გვარდიოლა: ”-არა, ჩვენ არ ვართ შეუჩერებლები. მოგებისთვის ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ. სიმართლე რომ ითქვას, ჩვენ არ გამოვიყურებოდით დამაჯერებლად. პირველ ნახევარში ვიყავით არაპროდუქტიულები. ჩვენ ვერ გამოვიყენეთ მარცხენა ფლანგზე არსებული სივრცე. მეორე ნახევარში მოვიპოვეთ უპირატესობა, ხოლო ადრიანო წინ წაიწია.”
”-ბოლო სამი წელია, რაც ”ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფური ეტაპი ლიდერების რანგში დავასრულეთ. როგორც ყოველთვის, ევროპაში თამაში (ესპანეთის გარდა) ძალიან ბევრს მოითხოვს, ფიზიკურ სიძლიერეს. და ისეთი გუნდები, როგორებიცაა ”რუბინი” და ”კოპენჰაგენი”, კიდევ უფრო რთულს ხდის ყველაფერს.”
პეპს დაუსვეს შეკითხვა, იყო თუ არა თამაშის პირველი ნახევარი იმის მაჩვენებელი, რომ გუნდი ორიენტირებულია ”ელ კლასიკოზე”, რაზეც მან უპასუხა: ”ჩემი ფეხბურთელები პროფესიონალები არიან, და თუ ისინი არ იყვნენ ბოლომდე დამაჯერებელნი, ამის მიზეზი იყო ცუდი მოედანი და არა მოახლოებული მატჩი ”მადრიდთან”. უსწორმასწორო ზედაპირის გამო მათთვის რთული იყო აკურატულად თამაში.”
განსაკუთრებული ყურადღება ორ ფეხბურთელს დაეთმო: ”ადრიანო იყო შესანიშნავი, და ის სხვებისთვის მაგალითია. ძალიან ვწუხვარ, რომ მისი შეცვლა მომიწია. მას კუნთი ტკიოდა.”
”ვიქტორი არასდროს უშვებს შეცდომებს. მას რომ არ გაეკეთებინა შესანიშნავი სეივი დასაწყისში, თამაში განსხვავებულად გაგრძელდებოდა. ის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის.”
შეკითხვაზე, რომელსაც ასე ძალიან ელოდა მედია, ”ბარსას” მწვრთნელმა უპასუხა: ”მე უკვე ორიენტირებული ვარ მადრიდის ”რეალის” წინააღმდეგ გასამართ მატჩზე. ძალიან ბევრი რამ ითქვა, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ ჯერ არ მინახავს მათი თამაში. სამაგიეროდ, მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელების თამაშის ხარისხით, რაც მათ აჩვენეს ბოლო თვენახევრის განმავლობაში. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ მადრიდის ”რეალი” ახლო კუთხიდან, და უნდა გავაკეთოთ სწორი დასკვნები.”
შეკითხვაზე, არის თუ არა გუნდი აღელვებული ორშაბათის მატჩის გამო, გვარდიოლამ უპასუხა: ”მედია ასე ამბობს, თუმცა მე არ ვთვლი ასე. ჩვენ შეჩვეული ვართ ესეთ დაძაბულ ატმოსფეროში თამაშს. ცხადია, რომ თამაში იქნება ძალიან დაძაბული და კარგი.”
ბოლოსკენ კი, მადრიდის ”რეალის” მიერ განზრახ მიღებული წითელი ბარათებიდან გამომდინარე, შეკითხვა დაისვა პიკეზე, რომელმაც მიიღო ყვითელი ბარათი. გვარდილას არ სურდა თემის გამწვავება, ამიტომ მან მოკლედ უპასუხა დასმულ შეკითხვას: ”მე არ მინდოდა, რომ პიკე გამოეგდოთ (მეორედ თამაშის წესების დარღვევის გამო).”

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.