MD: ლუკა დინს "ბარსელონას" დატოვება სურს

  • 1-07-2018, 14:01
  • MD: ლუკა დინს "ბარსელონას" დატოვება სურს

    Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონას" მარცხენა მცველს, ლუკა დინს, კატალონიური კლუბის დატოვება უნდა.

    24 წლის ფეხბურთელი ჟორდი ალბას დუბლიორია. კატალონიური წყაროს ცნობით, ფრანგი ფლანგელი მიიჩნევს, რომ "ბარსელონაში" საკმარის სათამაშო დროს არ იღებს.

    ლუკა დინს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულში ეწურება. ცნობილია, რომ მისი შეძენის სურვილს ტურინის "იუვენტუსი" გამოთქვამს.

    დინმა გასულ სეზონში მხოლოდ 20 მატჩი ჩაატარა და ის საფრანგეთის ნაკრების მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში ვერ მოხვდა.

    თეგები: ლუკა დინი


    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 1 ივლისი 2018 23:53

    გაუშვან დინი ტყუილათ ალპობს ბარცა სკამზე და ცოდოა

    გასულია

    1 - 1 ივლისი 2018 16:44

    არ გაუშვათ ან თუ გაშვებაა ტიაგოს ტრანსფერში ჩართეთ ბავარიას ხო უნდოდა დინი ხოდა მასე გამოიყენეთ მარა მერე ალბას ზამენა დაჭირდება დავინმე უნდა მოიყვანოთ ეს კუკურელა არ დააწინაუროთ ოღონთ რა

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued