ივან რაკიტიჩი: ერიკსენი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარცველია

ივან რაკიტიჩი: ერიკსენი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარცველია

"ბარსელონას" ხორვატი ნახევარცველი ივან რაკიტიჩი მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში დანიასთან გასამართი მატჩის წინ კომენტარს აკეთებს.

"დანია ძალიან ძლიერი მეტოქეა. დანიელებს გრძელი წაუგებელი სერია აქვთ. ისინი ზედიზედ უკვე 18 მატჩია არ დამარცხებულან. ეს ჩვენთვის სერიოზული გამოწვევაა. მათ იციან, როგორ ითამაშონ ძლიერი და ვარსკვლავური გუნდის წინააღმდეგ.

ერიკსენი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია. ჩვენი ამოცანა როგორც მისი, ასევე მთელი გუნდის შეჩერებაა." - ციტირებს რაკიტიჩის სიტყვებს FIFA-ს ოფიციალური ვებგვერდი.

ივან რაკიტიჩის ხორვატია და კრისტიან ერიკსენის დანია ერთმანეთს დღეს 22:00 საათზე შეხვდებიან.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    philippe couthino
    სტუმარი [?]
    #1 1 ივლისი 2018 23:51
    0
    წარმატებები ივან