ლუის სუარესი მე-3 შვილს ელოდება

ლუის სუარესი მე-3 შვილს ელოდება

"ბარსელონას" ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, სოციალური ქსელის საშუალებით დაადასტურა, რომ ის და მისი მეუღლე მესამე შვილს ელოდებიან.

გუშინ, მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში, ურუგვაიმ საუდის არაბეთს სუარესის ერთადერთი გოლით სძლია. ლუისისთვის ეს ნაკრების მაისურით ჩატარებული მე-100 მატჩი გამოდგა და ის ისტორიაში პიველი ურუგვაელი გახდა, რომელმაც გოლი მსოფლიოს 3 ჩემპიონატზე გაიტანა.

მატჩის შემდეგ, 31 წლის ფეხბურთელმა Twitter-ზე ასეთი პოსტი გამოაქვეყნა: "ბედნიერი ვარ იმით, რომ ურუგვაის ისტორიის ნაწილი გავხდი და ეროვნული გუნდის მაისურით 100 თამაში ჩავატარე. ბედნიერი ვარ იმით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში კიდევ ერთხელ გავედით. და კიდევ უფრო მეტად ბედნიერი ვარ იმით, რომ მესამე შვილი გვეყოლება."

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 1 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #1 21 ივნისი 2018 15:49
    0
    სუა კარგად ითამაშებს მომდევნო მატჩებში