სუარესმა ურუგვაის ნაკრებში მე-100 მატჩი გოლით აღნიშნა

სუარესმა ურუგვაის ნაკრებში მე-100 მატჩი გოლით აღნიშნა

სპორტული სტატისტიკის მწარმოებელი კომპანიის, Opta-ს ცნობით, "ბარსელონას" ურუგვაელმა თავდამსხმელმა, ლუის სუარესმა, ეროვნულ ნაკრებში მე-100 მატჩი ჩაატარა.

სუარესმა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 ტურში საუდის არაბეთთან გუშინ გამართულ საუიობილეო მატჩში გოლიც გაიტანა და გუნდს მოაგებინა.

სუარესი გახდა მე-6 ფეხბურთელი, რომელმაც ნაკრებში 100-მატჩიან ნიშნულს მიაღწია. აქამდე ეს ედინსონ კავანის (103), კრისტიან როდრიგესს (107), დიეგო ფორლანს (112), დიეგო გოდინსა (118) და მაქსი პერეირას (128) გაუკეთებიათ. აღსანიშნავია, რომ მათგან სანაკრებო კარიერა მხოლოდ ფორლანმა დაასრულა.

სუარესმა 100 თამაშში 52 გოლი გაიტანა.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.