Marca: ნეიმარის გარემოცვამ "ბარსას" ბრაზილიელის დაბრუნება შესთავაზა

Marca: ნეიმარის გარემოცვამ "ბარსას" ბრაზილიელის დაბრუნება შესთავაზა

მადრიდული Marca საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. ავტორიტეტული სპორტული გამოცემის ცნობით, ნეიმარის გარემოცვამ "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავის დაბრუნება შესთავაზა.

ეს რამდენიმე დღის წინ მოხდა, როდესაც ანტუან გრიზმანის საკითხი გარკვეული ჯერ კიდევ არ იყო და მაშინ არსებული რეალობის გათვალისწინებით, ნეიმარის "ბარსელონაში" დაბრუნება შეუძლებელი ჩანდა.

გრიზმანმა "ატლეტიკოში" დარჩენა გადაწყვიტა და "ბარსელონას", ტრანსფერებისთვის, "ზედმეტი" 100 მილიონი ევრო გაუჩნდა, მაგრამ ნეიმარის დაბრუნება მაინც ძალიან ძნელი იქნება, რადგან კატალონიელები რთულ ფინანსურ მდგომარეობაში არიან.

ხელმძღვანელობას ნეიმარის დაბრუნებისკენ, შესაძლოა, იმან უბიძგოს, რომ ბოლო დროს, "ბარსელონას" რამდენიმე ფეხბურთელმა განაცხადა, რომ ნეიმარის "რეალში" გადასვლის შემთხვევაში, ისინი უკმაყოფილოები დარჩებოდნენ.

თუ Marca-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია სწორია, ნეიმარის პსჟ-დან "ბარსელონაში" დაბრუნება ძალიან ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    GUGU 10
    სტუმარი [?]
    #9 16 ივნისი 2018 15:37
    0
    ვინც არ დააბრუნოს მას მოუტყ.ნ გამზრდელი

    ციტატა: ANRIBARCA
    პირველი არხის კომენტატორმა სუარესს მაჯა ტკივა, ხედავთ გადახვეული აქო smile smile

    :D არადა ტიპს დაბადებიდან მასე აქ და მაგაზე ბევრი ვიღადავე
    საიტის ლეგენდა  [?]
    #8 16 ივნისი 2018 10:50
    0
    უახლოეს ხანებში ველოდებით ამ იმფორმაციის სიმცდარის აღიარებას
    smile laughing smiley smile laughing smiley smile laughing smiley
    Culé [?]
    #7 16 ივნისი 2018 08:53
    0
    ციტატა: ANRIBARCA
    პირველი არხის კომენტატორმა სუარესს მაჯა ტკივა, ხედავთ გადახვეული აქო smile smile

    აუ ეგენი მაგრად გლიჯავენ smile
    ucha_fcb11
    სტუმარი [?]
    #6 16 ივნისი 2018 02:17
    0
    dzaaan magarii iqnebaaa tu amas martla daabrunebennn
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #5 15 ივნისი 2018 22:59
    0
    მაგარი იქნებოდა ამის დაბრუნება.ამაზე მაგარი ვინგერი მესის მერე მეორე არავინაა
    Culé [?]
    #4 15 ივნისი 2018 18:39
    0
    პოგბა ან პიანიჩი, ალკანტარაზე უარი თქვეს. ამ ორიდან ერთერთი უნდა მოიყვანონ. ასევე დე იონგი და არტურიც. თუ სავიჩზეც გაიწევენ უფრო ჭკვიანურს ვერაფერს იზამენ. თუმცა ეს მსოფლიო გვანახებს ახლა დე იონგის გარდა ყველას
    Culé [?]
    #3 15 ივნისი 2018 17:32
    0
    ციტატა: გიგა ფილაშვილი
    ბარსაში არ ჩამოსუნო შე არასწორო ამის ბაბო გავათხოვე

    მეც მაგარი ვიღადავე მაგაზე )))))))))
    საიტის ლეგენდა  [?]
    #2 15 ივნისი 2018 16:15
    0
    პირველი არხის კომენტატორმა სუარესს მაჯა ტკივა, ხედავთ გადახვეული აქო smile smile
    გიგა ფილაშვილი
    სტუმარი [?]
    #1 15 ივნისი 2018 16:12
    0
    ბარსაში არ ჩამოსუნო შე არასწორო ამის ბაბო გავათხოვე