"ბარსელონა" მუნირთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

  • 14-06-2018, 11:19
  • "ბარსელონა" მუნირთან კონტრაქტს გაახანგრძლივებს

    კატალონიის "ბარსელონა" მუნირ ელ ჰადადისთან კონტრაქტის გახანგრძლივებას განიხილავს. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

    მუნირმა გასული სეზონი "ალავესში" ჩაატარა და საკმაოდ შედეგიანადაც. 22 წლის თავდამსხმელმა მონაწილეობა 37 მატჩში მიიღო, რომლებშიც თავი 14 გოლითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

    კატალონიელი ჟურნალისტების ცნობით, "ბარსელონა" მუნირთან, რომელსაც კონტრაქტი 2019 წელს ეწურება, ახალი ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს. ასეთ შემთხვევაში "ლურჯ-ბროწეულისფერები" მომავალი წლის ზაფხულში თავდამსხმელის სავარაუდო თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლას თავიდან აირიდებენ.



    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    5 - 14 ივნისი 2018 17:33

    არ გაყიდოთ

    --------------------
    მე მიყვარს ბარსა და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤
    საიტზეა

    4 - 14 ივნისი 2018 14:33

    ჭკვიანური სვლაა ბართუშას მხრიდან გაუხანგრძლივებს და მერე გაყიდის

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    3 - 14 ივნისი 2018 13:58

    ალკასერს ასითავით მირჩევნია ეს

    გასულია

    2 - 14 ივნისი 2018 13:03

    მაგარი სეზონი ჰქონდა და დააბრუნონ კლუბში

    გასულია

    1 - 14 ივნისი 2018 11:30

    ratgvinda es ra :/