"ბორუსიას" იერი მინას დამატება უნდა

  • 14-06-2018, 11:01
  • "ბორუსიას" იერი მინას დამატება უნდა

    დორტმუნდის "ბორუსია" კატალონიის "ბარსელონას" ცენტრალური მცველის, იერი მინას ტრანსფერს მიუბრუნდა. ამ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს.

    მინას "ბარსელონაში" სათამაშო პრაქტიკის დეფიციტი აქვს. ცნობილია, რომ კატალონიურ კლუბს, გამოცდილების მიღების მიზნით, 23 წლის ფეხბურთელის განათხოვრება მაღალი დონის გუნდში სურს.

    კატალონიური წყაროს ცნობით, გერმანული კლუბი კოლუმბიელ უკანახაზელს შესაძლო ტრანსფერის თაობაზე უკვე დაუკავშირდა.

    "ბორუსია" მინას შეძენას ზამთარში ცდილობა და ის "პალმეირასს" 25 მილიონ ევროს სთავაზობდა. თუმცა, ბრაზილიურ კლუბს კატალონიელებთან ფეხბურთელის 12 მილიონად ტრანსფერი უკვე შეთანხმებული ჰქონდათ.

    იერი მინას "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, მისი გამოსასყიდი თანხა კი 100 მილიონი ევროა.



    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 14 ივნისი 2018 23:13

    ეს არ უნდა წავიდეს

    გასულია

    1 - 14 ივნისი 2018 14:32

    გადაგვიხადონ 25 მილიონი და წაიყვანონ

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued