ჟოზეპ ვივესი: მესის უსამართლოდ ექცეოდნენ

  • 12-06-2018, 22:38
  • ჟოზეპ ვივესი: მესის უსამართლოდ ექცეოდნენ

    "ბარსელონას" დირექტორმა, ჟოზეპ ვივესმა საკუთარ პრესკონფერენციაზე რამდენიმე საკითხზე ისაუბრა. მან 2016 წელი გაიხსენა, როცა ლიონელ მესის გადასახადების გადაუხდელობის გამო სასამართლო პროცესები იმართებოდა და განაცხადა, რომ ეს პროცესები უსამართლო იყო. 

    "თავიდანვე ვამბობდი, რომ მესის უსამართლოდ ექცეოდნენ. მას მაშინ ვიცავდით და ყოველთვის დავიცავთ". 

    რა თქმა უნდა, ვივესს შეკითხვა ანტუან გრიზმანთან დაკავშირებითაც დაუსვეს.

    "გასაგებია, რომ ინტერესი დიდია, მაგრამ ასეთ საკითხებზე საუბრისას სიფრთხილე, სიმშვიდე და პატივისცემა უნდა გამოვიჩინოთ. შესაბამისად, იმ ფეხბურთელის მომავალთან დაკავშირებით, რომელიც სხვა კლუბის წევრია, კომენტარს არ გავაკეთებ". 

    კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც "ბარსას" დირექტორი შეეხო, 18 წლის ამომავალ ვარსკვლავთან, რიკი პუჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებაა. 

    "რიკი პუჩთან ახალი კონტრაქტის გაფორმება შესანიშნავი მოვლენაა. ჩვენი მიზანია, შევინარჩუნოთ ტალანტი, რომელიც ახალგაზრდული გუნდებიდან მოდის. ეს ყოველთვის არ გამოდის, მაგრამ ხშირად მოგებული ვრჩებით, რაც ჩვენს თავდადებაზე მეტყველებს". 



    კომენტარები [ 5 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    5 - 13 ივნისი 2018 09:13

    ციტატა: GIo-GxP-FCB
    ციტატა: SHOTAMESSI10
    ოფიციალურად: ჯასტინ კლუივერტი რომას ფეხბურთელია

    რომადან ბარცაში გადმოვა 2 წელში უეჭველი ვიცი

    ახლა 18 მლნ-ში იყიდა რომამ, 2 წელიწადში ამას დაადებენ 80 მილიონამდე, ეყიდა ბარსას და დაეტოვებინა ეს 2 წელიწადი სადაც იყო )

    გასულია

    4 - 13 ივნისი 2018 09:10

    ციტატა: SHOTAMESSI10
    ოფიციალურად: ჯასტინ კლუივერტი რომას ფეხბურთელია

    რომადან ბარცაში გადმოვა 2 წელში უეჭველი ვიცი

    --------------------
    5:0
    Messi 500
    საიტზეა

    3 - 13 ივნისი 2018 02:49

    ფეხები ვერ მოჭამწს მესის მარა დარწმუნებული ვარ მომავალი სეზონიდან ისევ დაიწყებენ მესიზე ზეწოლას

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    საიტზეა

    2 - 12 ივნისი 2018 23:24

    Grizmani ki ara kai marcxena vingeri iyidet da tiago/rabio/malinkovic-savic romelime .

    გასულია

    1 - 12 ივნისი 2018 23:20

    ოფიციალურად: ჯასტინ კლუივერტი რომას ფეხბურთელია

    --------------------
    მე მიყვარს ბარსა და მეყვარება ცხოვრების ბოლომდე ❤❤❤❤❤❤❤❤❤❤