ფილიპე კოუტინიო იუბილარია

  • 12-06-2018, 11:35
  • ფილიპე კოუტინიო იუბილარია

    "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავი ფილიპე კოუტინიო იუბილარია. მას 26 წელი შეუსრულდა.

    ფილიპე კოუტინიო "ვასკო და გამას" სკოლის აღზრდილია, რომლის პირველ გუნდშიც ის 2008-210 წლებში გამოდიოდა. 2010 წელს ბრაზილიელი მილანის "ინტერს" შეუერთდა, საიდანაც, 2012 წელს, "ესპანიოლში" გაანათხოვრეს.

    ფილიპე კოუიტინიოს სახელმა ყველაზე ხმამაღლა "ლივერპულში" გაბრწყინების შემდეგ გაიჟღერა. 2013-2018 წლებში, მერსისაიდელთა რიგებში მან 201 შეხვედრა ჩაატარა და 54 გოლი გაიტანა.

    მიმდინარე წლის იანვარში, 160 მილიონი ევროს სანაცვლოდ, კოუტინიო "ბარსელონაში" გადავიდა, სადაც, ჯერჯერობით, 22-ჯერ ითამაშა და 10-ჯერ გაიტანა.

    ფილიპე კოუტინიოს სანაკრებო მონაგარი 36 შეხვედრასა და 10 გოლს ითვლის.



    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 13 ივნისი 2018 15:17

    მაგრად ითამაშებს მომდევნო მატჩებში

    გასულია

    5 - 12 ივნისი 2018 19:04

    მაგარი ხარ კოუ! გილოცავ და აბა შენ იცი მომოვალ წელს გაიხსენი ბოლომდე

    გასულია

    4 - 12 ივნისი 2018 12:12

    გილოცავ

    --------------------
    ბარსელონა მეტი ვიდრე კლუბი!
    გასულია

    3 - 12 ივნისი 2018 11:51

    გილოცავ!!!

    გასულია

    2 - 12 ივნისი 2018 11:40

    გილოცავ კოუ <3

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    1 - 12 ივნისი 2018 11:37

    მინიმუმ 5 სეზონი ძირითადში იქნება

    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=a50tIFaqzTE

    https://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ