"ბარსელონამ" "ინტერს" რაფინიას იჯარით აყვანაზე უარი უთხრა

"ბარსელონამ" "ინტერს" რაფინიას იჯარით აყვანაზე უარი უთხრა

TuttoMercatoWeb-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბარსელონამ" მილანის "ინტერს" რაფინია ალკანტარას მორიგ იჯარით აყვანაზე უარი უთხრა.

რაფინიამ გასული სეზონის მე-2 ნახევარი "ინტერში" იჯარით ჩაატარა. ცნობილია, რომ ახლა მილანურ კლუბს 25 წლის ფეხბურთელის 35 მილიონ ევროდ გამოსყიდვის ვალდებულება აქვს, თუმცა მას ამ თანხის გადახდა არ სურს.

იტალიური წყაროს ცნობით, მხარეები რაფინიას ტრანსფერის პირობებზე ვერ თანხმდებიან. "ნერაძურიმ" "ბარსელონას" ნახევარმცველის განმეორებითი იჯარით აყვანა შესთავაზა, თუმცა კატალონიელებმა მილანელებს უთხრეს, რომ მათთან მხოლოდ ბრაზილიელი ფეხბურთელის გაყიდვის ვარიანტებს განიხილავენ.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Guro messi
    სტუმარი [?]
    #2 13 ივნისი 2018 15:15
    0
    კარგია ყველასთან იჯარა არ გამიგია მე
    mambito777
    სტუმარი [?]
    #1 12 ივნისი 2018 11:01
    0
    ეგრე, სტროგად. თუ უნდათ იყიდონ