"ბარსელონას" პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი უკვე ცნობილია

  • 11-06-2018, 17:56
  • "ბარსელონას" პრეზიდენტობის ერთი კანდიდატი უკვე ცნობილია

    "ბარსელონას" მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებამდე 3 წელია დარჩენილი, მაგრამ ერთი კანდიდატი უკვე ცნობილია - კატალონიელი ბიზნესმენი ვიქტორ ფონტი.

    ფონტი იმედს გამოთქვამს, რომ ჟოზეპ მარია ბართომეუს შეცვლის და იწყებს კამპანიას სახელწოდებით "Si al Futur" (ვუთხრათ კი მომავალს).

    ვიქტორ ფონტ ი მანტე, დაბადებული ბარსელონაში, გრანოლიერსში, 1972 წლის 12 აგვისტოს, ტელეკომუნიკაციების სფეროში მოღვაწეობს. ის კომპანია Delta Partners-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ამ კომპანიას წარმომადგენლობები ბარსელონაში, ბოგოტაში, დუბაიში, იოჰანესბურგში, ნიუ იორკში, სან ფრანცისკოსა და სინგაპურში აქვს.

    ფონტის სამოქმედო გეგმა 3 ნაწილისგან შედგება: კლუბის ფინანსური მოდერნიზება; სპორტული მხარის ყოფილი ფეხბურთელებისთვის ჩაბარება; კლუბის და მისი წევრების (სოსიოების) ერთმანეთთან დაახლოება.

    ვიქტორ ფონტი, 2010 წელს, პრეზიდენტობის კანდიდატის, მარკ ინგლას გუნდში შედიოდა. მაშინ, მისი კანდიდატი სანდრო როსელმა დაამარცხა. ამჯერად, ფონტმა, კანდიდატურა თავად წარმოაყენა და უკვე შექმნა ვებგვერდი sialfutur.cat, სადაც პროექტს ოთხ ნაწილად ჰყოფს.

    მოგების დროა

    "საჭიროა, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშეების თაობის ნიჭი გამოვიყენოთ და სპორტულ მიმართულებებში გადაწყვეტილებები მათ ჩავაბაროთ." - აცხადებს ფონტი, რომელიც საუკეთესო თაობაში პეპ გვარდიოლას მწვრთნელობის დროინდელ გუნდს გულისხმობს.

    კონკურენციის დროა

    "თუ გვინდა, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ და ამავდროულად, კლუბი კვლავ მისი წევრების საკუთრება იყოს, შემოსავლების მიღების მოდელი უნდა შევცვალოთ. მთელს მსოფლიოში არსებულ "ბარსას" მილიონობით გულშემატკივარს ჩვენი პროდუქტი პირდაპირ, შუამავლების გარეშე უნდა მივყიდოთ."

    გადაწყვეტილების მიღების დროა

    "კლუბის მართვის მოდელი და წევრების გადაწყვეტილებებში ჩართვის როლი უნდა შევცვალოთ. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ, რომ კლუბის გადაწყვეტილებას შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე ადამიანები მიიღებენ. დირექტორთა საბჭოში მიღების წინაპირობები არ შეიძლება კლუბის ბიუჯეტით იყოს შეზღუდული."

    უნიკალურობა

    "დაე, გამოვიყენოთ "ბარსელონას" გავლენა იმ გამოწვევებთან შესახვედრად, რომელსაც 21-ე საუკუნის საზოგადოება გვიმზადებს. უნდა დავამტკიცოთ, რომ მზად ვართ მომავალშიც ვიყოთ "მეტი, ვიდრე კლუბი".



    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    9 - 13 ივნისი 2018 13:52

    ბართომეუ უნდა გადადგე

    გასულია

    8 - 12 ივნისი 2018 11:46

    ციტატა: sebiskver
    ციტატა: Messiah
    ციტატა: sebiskver
    ციტატა: ROUCH
    ბოდიში მაგრამ 3 წელიწადში პრეზიდენტი პიკე უნდა გახდეს

    ნელა ზვიადი smiley პიკე პრეზიდენტად ცოტა ნიტოა, ჩემი აზრით. რამე სპორტული მიმართულებით შეიძლება რო დარჩეს მარა პრეზიდონტობა ცოტა ისეთია, მარტო ყოფილი ფეხბურთელობა არ გეყოფა მაგისთვის, პირველ რიგში მაგარი მენეჯერი უნდა იყო და ბიზნეს მიდგომებიც შესაბამისი უნდა გქონდეს.


    გაქაჩავს თავისუფლად... ყველაზე დიდი სპონსორი ბარსას მაგის მოყვანილია კლუბში

    ვნახოთ რავი იმედია გაქაჩავს, პლატინიც ფეხბურთელი იყო მარა კი მოაჯდა უეფას smiley

    3 წელში არამგონია მაგრამ ერთდღესაც კი გახდება ეგ

    გასულია

    7 - 11 ივნისი 2018 23:05

    ციტატა: Messiah
    ციტატა: sebiskver
    ციტატა: ROUCH
    ბოდიში მაგრამ 3 წელიწადში პრეზიდენტი პიკე უნდა გახდეს

    ნელა ზვიადი smiley პიკე პრეზიდენტად ცოტა ნიტოა, ჩემი აზრით. რამე სპორტული მიმართულებით შეიძლება რო დარჩეს მარა პრეზიდონტობა ცოტა ისეთია, მარტო ყოფილი ფეხბურთელობა არ გეყოფა მაგისთვის, პირველ რიგში მაგარი მენეჯერი უნდა იყო და ბიზნეს მიდგომებიც შესაბამისი უნდა გქონდეს.


    გაქაჩავს თავისუფლად... ყველაზე დიდი სპონსორი ბარსას მაგის მოყვანილია კლუბში

    ვნახოთ რავი იმედია გაქაჩავს, პლატინიც ფეხბურთელი იყო მარა კი მოაჯდა უეფას smiley

    საიტზეა

    6 - 11 ივნისი 2018 20:21

    ციტატა: sebiskver
    ციტატა: ROUCH
    ბოდიში მაგრამ 3 წელიწადში პრეზიდენტი პიკე უნდა გახდეს

    ნელა ზვიადი smiley პიკე პრეზიდენტად ცოტა ნიტოა, ჩემი აზრით. რამე სპორტული მიმართულებით შეიძლება რო დარჩეს მარა პრეზიდონტობა ცოტა ისეთია, მარტო ყოფილი ფეხბურთელობა არ გეყოფა მაგისთვის, პირველ რიგში მაგარი მენეჯერი უნდა იყო და ბიზნეს მიდგომებიც შესაბამისი უნდა გქონდეს.


    გაქაჩავს თავისუფლად... ყველაზე დიდი სპონსორი ბარსას მაგის მოყვანილია კლუბში

    --------------------
    We 61D it !
    გასულია

    5 - 11 ივნისი 2018 19:36

    უჰ სამ წელში პიკეც წამოაყენებს თავის კანდიდატურას და პიკესთან შანსი არავის აქვს

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    4 - 11 ივნისი 2018 19:14

    ციტატა: ROUCH
    ბოდიში მაგრამ 3 წელიწადში პრეზიდენტი პიკე უნდა გახდეს

    ნელა ზვიადი smiley პიკე პრეზიდენტად ცოტა ნიტოა, ჩემი აზრით. რამე სპორტული მიმართულებით შეიძლება რო დარჩეს მარა პრეზიდონტობა ცოტა ისეთია, მარტო ყოფილი ფეხბურთელობა არ გეყოფა მაგისთვის, პირველ რიგში მაგარი მენეჯერი უნდა იყო და ბიზნეს მიდგომებიც შესაბამისი უნდა გქონდეს.

    გასულია

    3 - 11 ივნისი 2018 19:06

    ბართოს სამი წელიწადს რა გაუძლებს, დაშლის გუნდს და ლამასიას

    გასულია

    2 - 11 ივნისი 2018 18:54

    ბოდიში მაგრამ 3 წელიწადში პრეზიდენტი პიკე უნდა გახდეს

    გასულია

    1 - 11 ივნისი 2018 18:26

    ეს არ ვიცი რას იზავს მომავალში. მაგრა, ვიცი რომ დარჩენილ სამ წელიწადში ბართომეუ სისხლს გააშრობს.