ოფიციალურად: "ბარსელონამ" ჟერარ დეულოფეუ გაყიდა

  • 11-06-2018, 16:30
  • ოფიციალურად: "ბარსელონამ" ჟერარ დეულოფეუ გაყიდა

    რამდენიმე წუთის წინ "ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ 24 წლის ესპანელი შემტევი ჟერარ დეულოფეუ კარიერას ინგლისურ "უოტფორდში" განაგრძობს.

    "უოტფორდი", რომლის რიგებშიც დეულოფეუ სეზონის მე-2 ნახევარში იჯარით თამაშობდა, 13 მილიონ ევროს გადაიხდის და შესაძლოა, ინგლისელებს, ბონუსების სახით, კიდევ 4 მილიონის დამატება მოუხდეთ. გარდა ამისა, "ბარსელონა", ფეხბურთელის მომდევნო ტრანსფერიდან გარკვეულ პროცენტს მიიღებს.

    ჟერარ დეულოფეუ "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. კატალონიელებმა ის ჯერ "ევერტონში" და "სევილიაში" გაანათხოვრეს, შემდეგ კი, იმავე "ევერტონს" 5 მილიონ ევროდ მიჰყიდეს. გასულ ზაფხულში, "ბარსამ" დეულოფეუ 12 მილიონ ევროდ გამოისყიდა და სეზონის მეორე ნახევარში ის "უოტფორდში" იჯარით გაუშვა.

    კატალონიელთა პირველ გუნდში დეულოფეუს სულ 23 თამაში და 2 გოლი დაუგროვდა.



    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    9 - 11 ივნისი 2018 19:53

    როგორც იქნა ეშველა ამ ცოდვით სავსეს :))) ახლა რაფინიას ჯერია და ყველა იმ ფეხბურთელის რომელიც განათხოვრებული ყავს

    გასულია

    8 - 11 ივნისი 2018 19:32

    ეს ერთი ხლამი მოვიშორეთ ახლა რაფინია არდა გომეში პაკო ვერმაელენი დუგლასი მუნირის ჯერია

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    7 - 11 ივნისი 2018 19:17

    ამისი კარიერა იმენა გლიჯავს

    გასულია

    6 - 11 ივნისი 2018 19:10

    მაგარი იმედი მქონდა დელოუფეოს, მაგრა თამაშობდა ლამასიაში,კრიკიჩივით დიდებში რო გადავიდა დაიკარგა, ძალიან შეაჩერა განვითარება.ღმერთით გაუმართლებს ინგლისში

    გასულია

    5 - 11 ივნისი 2018 18:58

    ეგ მოგებული 1 მილიონი ხელფასად მიცეს კიდე ტუ მეტი არა, ვაი ამათ პატრონს

    გასულია

    4 - 11 ივნისი 2018 17:56

    ციტატა: Sergio5
    ჯერ აღზარდეს, მერე გაანათხოვრეს, მერე გაყიდეს, მერე ისევ იყიდეს, მერე ისევ გაანათხოვრეს და მერე ისევ გაყიდეს
    აი საოცარი სატრანსფერო პოლიტიკა გვაქ რაა

    მართლაც საოცარია...ბოიან კრიკიჩი დღემდე განათხოვრებული ყავთ მგონი

    --------------------
    Benzona
    გასულია

    3 - 11 ივნისი 2018 17:55

    აუ რა მეწყინაა

    --------------------
    #wefuckingdidit <3 visca barsa (barca 6-1 psg) <3
    გასულია

    2 - 11 ივნისი 2018 17:34

    ჯერ აღზარდეს, მერე გაანათხოვრეს, მერე გაყიდეს, მერე ისევ იყიდეს, მერე ისევ გაანათხოვრეს და მერე ისევ გაყიდეს
    აი საოცარი სატრანსფერო პოლიტიკა გვაქ რაა

    გასულია

    1 - 11 ივნისი 2018 16:37

    მიაყოლეთ კიდე ბევრი

    --------------------
    We 61D it !