ბუსკეტსის აგენტი: სერჟიო ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებს

  • 11-06-2018, 13:00
  • ბუსკეტსის აგენტი: სერჟიო ახალ კონტრაქტს მალე გააფორმებს

    "ბარსელონას" ერთ-ერთი ლიდერის, სერჟიო ბუსკეტსის აგენტი ჟოზეპ მარია ორობიტგი მისი კლიენტის კონტრაქტის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრობს.

    "სერჟიოს კონტრაქტთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ძალიან კარგად მიმდინარეობს. შეთანხმებას მალე მივაღწევთ." - ციტირებს აგენტის სიტყვებს Mundo Deportivo.

    ბუსკეტსს კლუბთან ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს და შეთანხმება გარიგების კიდევ 2 წლით გაგრძელების შესაძლებლობას ითვალისწინებს. სერჟიომ მოქმედ კონტაქტს ხელი 2016 წელს მოაწერა, როდესაც მის გამოსასყიდ თანხად 200 მილიონი ევრო განისაზღვრა.

    ადრე გავრცელებული ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელის ანაზღაურებით უკმაყოფილოა და მან ხელმძღვანელობას აცნობა, რომ რამდენიმე კლუბი მზადაა გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს.



    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 13 ივნისი 2018 08:53

    ბუსკეცი ზე დონის საყრდენია და მან მაინც უნდა დაასრულოს კარიერა ბარსაში

    გასულია

    1 - 11 ივნისი 2018 19:14

    ძაან კაი მალე ქენით მალე

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued