"ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელი "არსენალში" გადადის

  • 11-06-2018, 11:29
  • "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელი "არსენალში" გადადის

    "ბარსელონამ" კიდევ ერთი ნიჭიერი ფეხბურთელი ჟოელ ლოპესი დაკარგა. "არსენალმა" 15 წლის ახალგაზრდა მარცხენა მცველისთვის ბრძოლა მოიგო. ამ ინფორმაციას კატალონიური Sport ავრცელებს.

    წყაროს ცნობით, ლოპესი ბავშვობიდან კატალონიური კლუბის აკადემიაში ირიცხება, მაგრამ, საბოლოოდ, მან კონტრაქტი არ გაახანგრძლივა და "არსენალში" გადასვლა გადაწყვიტა.

    "მეთოფეთა" გარდა, ლოპესით "ლივერპულიც" ინტერესდებოდა, თუმცა ფეხბურთელმა, "ბარსელონას" ყოფილი დირექტორის, რაულ სანლეჰის წყალობით, ლონდონური კლუბი აირჩია.

    ჟოელ ლოპესის მსგავსად, თავის დროზე, ახალგაზრდულ ასაკში, "ბარსელონა" "არსენალში" სესკ ფაბრეგასმა, ექტორ ბელერინმა და ფრან მერიდმა გაცვალეს.



    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 - 13 ივნისი 2018 08:52

    კარგად იყოს თუ არ უნდა

    გასულია

    2 - 11 ივნისი 2018 19:12

    ვისაც ბარსა არ უნდა გაასხას

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    1 - 11 ივნისი 2018 11:33

    მასე გააგრძელეთ, ვაბშე დაიკიდეთ აკადემია, კაი ჩიტს დაიჭერთ. ან ბიუჯეტი გაუზარდეთ ან რამე ალტერნატივა გამოძებნეთ თქვე ბნელებო ბლია..