ლიონელ მესი სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა

  • 11-06-2018, 00:40
  • ლიონელ მესი სანაკრებო კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა

    "ბარსელონასა" და არგენტინის ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი აღიარებს, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, შესაძლოა, სანაკრებო კარიერა დაასრულოს.

    "შეიძლება თუ არა, მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ სანაკრებო კარიერა დავასრულო? არ ვიცი. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, ჩვენთვის მუნდიალი როგორ დასრულდება.

    3 ფინალი წავაგეთ, რამაც არგენტინულ პრესასთან სირთულეები გამოიწვია. ჩვენ ფინალში გასვლის მნიშვნელობაზე განსხვავებული შეხედულებები გვაქვს. ფინალამდე მიღწევა რთულია, რაც დასაფასებელი უნდა იყოს.

    მსოფლიოს ჩემპიონატზე ბევრი კარგი ფეხბურთელი ითამაშებს, მაგრამ არგენტინისაც ჰყავს მაღალი დონის ფეხბურთელები, რომლების ყოლასაც ნებისმიერი ნაკრები ისურვებდა." - ციტირებს მესის სიტყვებს Sport.



    კომენტარები [ 4 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    4 - 13 ივნისი 2018 08:51

    არგენტინა მოიგებს 2018წლის მუნდიალს

    გასულია

    3 - 11 ივნისი 2018 02:17

    ამან რამე ხო არ მოწია :))) smile ამდენი რაც დღეს დაიდო მესის ინტერვიუები, ცხოვრებაში არ ყოფილა მთლიანად ერთად bowtie

    --------------------
    Benzona
    გასულია

    2 - 11 ივნისი 2018 01:06

    კი ყავს ეგეთები არგენტინას შენ დაშენ

    --------------------
    Forca Barca!!!
    გასულია

    1 - 11 ივნისი 2018 01:02

    სისულელე 30 წლის ასაკში რაის ნაკრებიდან წამსველია მესი

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued