მესი: ჩემზე თავდასხმა მადრიდიდან იყო შეკვეთილი

მესი: ჩემზე თავდასხმა მადრიდიდან იყო შეკვეთილი

"ბარსელონასა" და არგენტინის ეროვნული ნაკრების ლიდერი ლიონელ მესი, Sport-ისთვის მიცემული ინტერვიუს დროს, რთულ პერიოდებს იხსენებს და აცხადებს, რომ საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით მასზე ზეწოლა ესპანეთის დედაქალაქიდან იყო შეკვეთილი.

- არგენტინისთვის გიტირია... და "ბარსელონასთვის"?

- კი, ცრემლები კლუბის გამოც წამომსვლია. უკან არაერთი წელი, ბევრი ეპიზოდი მაქვს. მახსოვს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი "ინტერის" წინააღმდეგ, ასევე "ჩელსისთან", როდესაც თერთმეტმეტრიანი ვერ გამოვიყენე. იმ წლებში, ნახევარფინალში ჩამოგვეძინა და ჩემპიონთა ლიგის კვლავ მოგების შანსი ხელიდან გავუშვით. ამ ტურნირის კიდევ მოგება დავიმსახურეთ.

- ინიესტა "ბარსელონაში" ყოფნის პირველ ეტაპზე არსებულ დეპრესიაზე საუბრობდა. მსგავსი რამ შენც გადაიტანე?

- ანდრესის მსგავსი დეპრესია არ მქონია. თუმცა, მქონია სამწუხარო მომენტები. მაგალითად, როდესაც მიზანს ვერ აღწევ, თავს ცუდად გრძნობ. ისევე, როგორც ყველა პროფესიაში, ჩვენთანაც, როდესაც რამე კარგად არ მუშაობს, ზარალდები.

- და გამონაკლისი არც შენ ხარ...

- რთული პერიოდი არაერთხელ გადამიტანია. მაგალითად, საგადასახადო პრობლემები. ამის გადატანა რთული იყო იმ საშუალებების გამო, რომლითაც მებრძოდნენ, რასაც ჩემზე, ჩემს ოჯახზე, მამასა და ახლობლებზე ამბობდნენ. ვგრძნობდი, რომ მადრიდიდან მიტევდნენ და ეს რთული იყო. ნამდვილად ძლიერი შემოტევა იყო, მაგრამ გამიმართლა "ბარსელონაში", კატალონიაში, ადგილობრივ ჟურნალისტებში. ეს ცოტათი მამშვიდებდა.

- როგორ ფიქრობ, რატომ მოხდა ეს?

- არსებობდა შეკვეთა, რომ ჩემზე ზეწოლა მოეხდინათ და შექმნილი მდგომარეობით ესარგებლათ. ეს შეკვეთა მადრიდიდან მოდიოდა. ეს ვიცოდი, მაგრამ ამის მიუხედავად, თავს მაინც ცუდად ვგრძნობდი.

- იმ დროს, "ბარსელონას" დატოვებას გეგმავდი?

- არა. რთული წელი იყო ტრავმის გამოც. ეს იყო ასევე მსოფლიო ჩემპიონატის წელი. რთული პროცესი იყო, რადგან ბევრ ისეთ რამეს მაბრალებდნენ, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა.

  • ტეგები
    გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.
    Hala madrid 1975
    სტუმარი [?]
    #2 12 ივნისი 2018 09:41
    0
    მესი შე ბოზოოოო...რომასთან მადრიდმა დაგიბლოკა ფეხები არა შე ლილიპუტო სლეოოო...მაგარი ნაგავი ყოფილხარ რა
    beqa25
    სტუმარი [?]
    #1 11 ივნისი 2018 16:43
    0
    გადასახედებს მალავს ტიპი და რეალს აბრალებს ფაქ ლოგიკა . რონალდოს მოდრიჩს ალონსოს რო დგემდე ედავებიან ეგ ალბათ ბართლომეუმ შეუკვეთა ხო?