ლოპეტეგი: ინიესტა 100 პროცენტით მზადაა, ბუსკეტსი ოპტიმალურ ფორმას უახლოვდება

  • 10-06-2018, 16:11
  • ლოპეტეგი: ინიესტა 100 პროცენტით მზადაა, ბუსკეტსი ოპტიმალურ ფორმას უახლოვდება

    ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ხულენ ლოპეტეგიმ, ტუნისთან გამართული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელი ბოლო ამხანაგური მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა და ანდრეს ინიესტასა და სერჟიო ბუსკეტსზე ისაუბრა.

    "მეტოქეს, რომელსაც ბოლო 9 მატჩია არ წაუგია, თავი გავართვით. ბედნიერი ვარ, რომ რთული თამაში იყო. ეს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ადაპტაციაში დაგვეხმარება. ტუნისმა მაღალ ტემპში თამაში გვაიძულა. საუკეთესო პირველი ტაიმი არ ჩაგვიტარებია. ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ.

    ინიესტას სრულად თამაში შეუძლია. მან დღეს მთელი 90 წუთი ითამაშა. ანდრესს ამ სეზონში ჩავარდნები ჰქონდა, მაგრამ მან სირთულეების დაძლევა შეძლო. ახლა ის 100 პროცენტით მზადაა, თუმცა პირველ მატჩამდე შემადგენლობის შესარჩევად კიდევ 6 დღე დაგვრჩა. რა თქმა უნდა, ეჭვები, შესაძლოა, ნებისმიერ ფეხბურთელთან დაკავშირებით გაგვიჩნდეს.

    ამ სეზონში რთული მომენტები ბუსკეტსაც ჰქონდა. ვფიქრობდით, გაუჭირდებოდა თუ არა 90 წუთი თამაში. ჩვენ ის ვათამაშეთ. სერჟიო კარგად მოქმედებდა. ვფიქრობ, პორტუგალიასთან მატჩისთვის შესანიშნავ კონდინციებში იქნება. ის ოპტიმალურ ფორმას უახლოვდება. დარწმუნებული ვარ, ბუსკეტსი ჩვენს ნაკრებს დაეხმარება."



    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 12 ივნისი 2018 12:19

    ინი და ბუსი კარგად ითამაშებენ

    გასულია

    1 - 10 ივნისი 2018 20:52

    მიდით რა პორტუგალია უნდა გადახნათ დედის გლანდები უნდა დაახიოთ პენალდოს თავზე

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued