2017/2018 სეზონის რევიუ: "ბარსელონა"

  • 10-06-2018, 15:15
  • 2017/2018 სეზონის რევიუ: "ბარსელონა"

    2017/2018 სეზონი "ბარსელონას" ფანებისთვის ნამდვილად დამაბნეველი იყო. დასაწყისში ყველაფერი უიმედოდ ჩანდა, განსაკუთრების ესპანეთის სუპერ თასზე მადრიდის "რეალთან" განცდილი მარცხის შემდეგ. შემდეგ დაუმარცხელები სვლა "იუვენტუსთან" 3-0-ის შემდეგ დაიწყო და ფანებსაც იმედი გაუჩნდათ. შემდეგ მადრიდის "რეალთან" 3-0 გამარჯვება და სეზონი შესანიშნავად მიმდინარეობს... მაგრამ გამარჯვებების სერია მალე იტალიურმა გუნდმა "რომამ" დაასრულა. ეს ყველასთვის მტკივნეული თემაა, მაგრამ ამაზე საუბარი რევიუში მაინც მომიწევს..

    ყველაზე დიდი სასაუბრო თემა, ალბათ, შემადგენლობის ცვლილება იქნება. მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ნეიმარის წასვლას. გუნდმა დაიმატა პაულინიო, ნელსონ სემეუ, უსმან დემბელე, დაიბრუნა ჟერარდ დეულოფეუ და თითქოს გუნდს ახალი სისხლი გადაუსხეს.

    აშკარა იყო, რომ ვერცერთი ფეხბურთელი ვერ ჩაანაცვლებდა ნეიმარს. მაგრამ "ბარსელონამ" სცადა. იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს კი ორი ფეხბურთელი კიდევ დაიმატა, რომელმაც კულეები ძალიან გაახარა. ერთი ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიო და მეორე ახალგაზრდა კოლუმბიელი მცველი იერი მინა. ამ უკანასკნელს, სხვათაშორის, კარლეს პუიოლს ადარებენ, რომელსაც თურმე ბურთის ცენტრამდე ატანა კარგად შეძლებია. სამწუხაროდ მეორე პუიოლის ხილვა ამ სეზონში არ გამოვიდა.

    ყველა ტრანსფერმა ვერ გაამართლა. მაგალითად ნელსონ სემედუ, რომელიც მარტის მზესავით გამოანათებდა ხოლმე. პაულინიო სეზონის გასვლასთან ერთად გაილია, დემბელემ კი ტრავმის წყევლა ვერ მოიშორა. მიუხედავად ამისა, "ბარსელონა", როგორც ჩანს, მომავალზე ზრუნავს და ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელებით აკომპლექტებს გუნდს. შეიძლება ეს წინა სეზონს არ ეხება, მაგრამ ერიკ აბიდალის მოსვლის შემდეგ, ალბათ, "ლა მასიას" დიდი ყურადღება მიექცევა, ამის დიდი იმედი მაქვს.

    კიდევ ერთი სასაუბრო თემა ტიტულებია. ამ სეზონში "ბარსელონამ" ორი ტიტული მოიგო. "ლა ლიგა" თებერვლის გაქცევის შემდეგ ჩვენი იყო ხოლო "სევილიას" განადგურების შემდეგ "სამეფო თასსაც" დავეუფლეთ.

    მაგრამ ის მესამე და ყველაზე მნიშვნელოვანი "ჩემპიონთა ლიგა". როგორც ვიცით ამ თასს ზედიზედ მესამედ მადრიდის "რეალი" დაეუფლა. მხოლოდ და მხოლოდ ერთი მატჩის გამო, რომელიც სამწუხაროთ ყველაზე ცუდი და ამავდროულად "ჩემპიონთა ლიგის" მატჩი აღმოჩნდა, კარმა მოგვიტრიალდა და სასწაულებრივი ქამბექით დავტოვეთ ეს ტურნირი.

    სეზონი თითქმის უნაკლოდ მიდიოდა, მაგრამ ის საშნელმა ოთხშაბათი საღამომ ყველაფერი შეცვალა. კრიტიკა, რომელიც ვალვერდეს დაეხლა მისი პრაგმატული ტაქტიკის გამო, ჩემი აზრით, სწორი იყო. 4-1 უპირატესობის შემდეგ არ შეიძლება გუნდმა მეორე ადგილზე გადაინაცვლოს და დაცვაში ჩადგეს. არ მახსენდება გუნდის ერთი გააზრებული და დალაგებული შეტევა, რომელშიც შეიძლებოდა რაიმეზე ხელის ჩაჭიდება და ვალვერდეს შეცდომების პატიება.

    "ბარსელონას" ფანები ვერ ვიტყვით, რომ სეზონი კრახით დასრულდა, მაგრამ ვერც იმას ვიტყვით, რომ ძალიან წარმატებული იყო. " ლა ლიგის" და "ესპანეთის თასის" მოგება დიდი მიღწევაა, მაგრამ ყველა ფეხბურთელი, წვრთნელი და გულშემატკივარი ოცნებობს ევროპული ფეხბურთის მეფობაზე, თუნდაც ერთი სეზონით.

    ბოლო და ყველაზე სევდიანი სასაუბრო თემა ლეგენდარული ანდრეს ინიესტას წასვლაა. "ბარსელონას" აკადემიაში მოხვედრის შემდეგ მან გზა გაიკვლია და მოხვდა მწვერვალზე და დადგა ლეგენდების გვერდით.

    მას შემდეგ, რაც ანდრესმა წასვლის შესახებ გამოაცხადა, მთელი საფეხბურთო სამყარო ნელ-ნელა და ცრემლებით აცილებდა მას. ზინედინ ზიდანიც კი ელოდა ანდრესის გასახდელიდან გამოსვლას. გულშემატკივრებზე და ფეხბურთელებზე კი საუბარი აღარ ღირს. ინიესტა წავიდა ისე, როგორც იმსახურებდა. ჩვენ მხოლოდ იმის იმედი გვაქვს, რომ ის დაბრუნდება "ბარსელონაში" და ახალი გამოცდილებით დაგვეხმარება მწვერვალების დაპყრობაში.

    საბოლოოდ ვერავინ იტყვის, რომ სეზონი არ იყო წარმატებული, თუმცა დარჩა ოცნებები, რომლების მისაღწევია. ასევე ვიმედოვნოთ, რომ "ბარსელონა" შემდეგ სეზონში დააბრუნებს "ჩემპიონთა ლიგის" თასს იქ, სადაც მისი ადგილია.

    ახლა კი გადავიდეთ სტატიის ყველაზე სასიამოვნო ნაწილეზე. სეზონის საუკეთესო გოლები:

    1. 

    წარმოგიდგენიათ რა ბედნიერები ვართ, რომ ყოველ კვირა საღამოს არგენტინელ ჯადოქარს ვუყურებთ. "რეალ სოსედადთან" გატანილი ეს გოლი კი ამტკიცებს ამ ყველაფერს. "ანოეტაზე" "ბარსელონას" ყოველთვის უჭირდა, მაგრამ ამ "წყევლას" ლიონელ მესიმ შესანიშავად დაუსვა წერტილი. დარტყმა იმდენად დამაბნეველი იყო, რომ მეკარემ განძრევაც კი ვერ მოასწრო. 


    2. 

    ამ გოლზე ყველას გაახსენდა სამუელ ეტო'ოს მოერ გატანილი გოლი. ფაქტია, ორივე ულამაზესი გოლია და "რეალ სოსიედადი" კიდევ ერთხელ გახდა მსხვერპლი. 


    3.

    კიდევ ერთხელ "რეალ სოსიედადი". ამ შემთხვევაში გოლის ავტორი გუნდის ახალი სახეა. ამ გოლმა გვიჩვენა, თუ რატომ გაიფორმა კლუბმა კოუტინიო. საჯარიმოს გარედან გოლები ბოლო პერიოდში პრობლემატური იყო, მაგრამ ეს პრობლემა აღარ არსებობს. 


    4. 

    უსმან დემბელეს რამდენიმე თვე მოცდა მოუწია იმისთვის, რომ ეჩვენებინა "ბარსელონას" გულშემატკივრებისთვის, თუ რატომ გაიფორმეს ის. ამ გოლმა კი საბოლოოდ შეაჯამა, თუ რატომ უნდოდა ასე ძალიან "ბარსელონას" ხელძღვანელობას მისი შეძენა. მან ბურთი ცენტრში მიიღო, მოატყუა რამდენიმე მცველი და მესის სტილში მეკარეს თავზე გადაუგდო...


    5. 

    იან ობლაკი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მეკარედ ითვლება, მაგრამ მაშინ არა, როდესაც ლიონელ მესიმ საჯარიმო დარტყმა უნდა შეასრულოს. ასეთი ჯარიმებით მესიმ ამ სეზონში ნამდვილად გაგვანებივრა, მაგრამ მადრიდის "ატლეტიკოსთან" გატანილი ეს გოლი თავისი მნიშვნელობითა და სილამაზით უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესოა. 

     

    გადაწყვეტილება თქვენზეა.



    კომენტარები [ 2 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    2 - 10 ივნისი 2018 22:19

    ერთს დავამატებდი, დენის სუარეს მეტი დრო, უნიჭიერესია.

    გასულია

    1 - 10 ივნისი 2018 15:44

    კაი ეს ყველაფერი გასაგებია და გეთანხმები ავტორ მარა კაცურად სემედუსთან რა გინდა რას ერჩი? რამდენჯერაც ათამაშა ვალვერდემ იმდენჯერ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა მეტი რა ექნა სკამზე გაახმო ტრენერმა სემედუ და დემბო რო კომბინირებდნენ ეგრე ვინ კომბინირებდა ბარსაში რობერტომ ვაფშე ვერავის აუწყო სემედუ კიდე ყველასთან აწყობილად თამაშობდა განსაკუთრებით დემბოსთან ასე რომ სემედუსთან დაკავშირებით მცდარი წარმოდგენა გაქვს

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued