ინტერვიუ ლეო მესისთან [პირველი ნაწილი]

  • 10-06-2018, 13:36
  • ინტერვიუ ლეო მესისთან [პირველი ნაწილი]

    ლეო მესიმ, არგენტინის ეროვნულ ნაკრებთან ერთად ბარსელონაში ყოფნის დროს, კატალონიურ Sport-ს ინტერვიუ მისცა, რომლის დროსაც გასული სეზონი შეაფასა და ანტუან გრიზმანზეც ისაუბრა.

    - მას შემდეგ, რაც "რეალმა" ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ხოლო "ბარსელონამ" ლა ლიგა და თასი, დაიწყო კამათი, თუ ვის უფრო კარგი სეზონი ჰქონდა. შენ როგორ ფიქრობ?

    - დუბლი შევასრულეთ და შესანიშნავი სეზონი გვქონდა. ჩემპიონთა ლიგის მოგება რას ნიშნავს, ყველამ ვიცით. თუმცა, არ უნდა დავივიწყოთ, თუ რას მივაღწიეთ ჩვენ. ლა ლიგისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება ორი სხვადასხვა რამაა. "ბარსელონას" შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. მთელი სეზონის განმავლობაში მხოლოდ 3 თამაში წავაგეთ და სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანის გამო ყველაზე მიმზიდველი ტურნირის მიღმა დავრჩით. სეზონში დუბლის მოგება ნამდვილად კარგი შედეგია.

    - გაცვლიდი დუბლს ჩემპიონთა ლიგაში?

    - არა. ლა ლიგისა და თასის მოგება ნამდვილად მნიშვნელოვანია. ამის მიღწევა ადვილი არაა. როგორც უკვე ვთქვი, ჩემპიონთა ლიგაზე მომხდარის მიუხედავად, სეზონი ძალიან კარგი იყო.

    - შენ 4 ჩემპიონთა ლიგა გაქვს, "რეალს" კი - ამდენივე ბოლო 5 წელიწადში. ბევრი ამბობს, რომ ფეხბურთელების იმ თაობით, რომელიც "ბარსელონას" ჰყავს, ბოლო 7 წელიწადში ჩემპიონთა ლიგის მხოლოდ ერთხელ მოგება საკმარისი არაა. ეთანხმები?

    - კი. სიმართლე ისაა, რომ ჩემპიონთა ლიგა უფრო მეტჯერ უნდა მოგვეგო, განსაკუთრებით ბოლო სამ წელიწადში.

    - მეოთხედფინალებიდან გამოვარდნა...

    - ტურნირს ამ ეტაპიდან არ უნდა ვეთიშებოდეთ, განსაკუთრებით ისეთი შედეგის შემდეგ, როგორიც "რომასთან" პირველ მატჩში დავაფიქსირეთ. ამან ტურნირიდან გამოვარდნა კიდევ უფრო მტკივნეული გახადა.

    - უყურე კიევში გამართულ ფინალს?

    - მცირე ნაწილს. არა იმიტომ, რომ არ მინდოდა. უბრალოდ, იმ დროს, არგენტინაში ვიყავი, სადაც ჩემპიონთა ლიგის თამაშები სხვა დროს ემთხვევა. ვნახე მიმოხილვა და ყველაფერი, რაც ამ თამაშში მოხდა.

    - ჟორდი ალბას მსგავსად, შენც ყოველთვის გინდა, რომ "რეალმა" წააგოს?

    - მე მინდა ჩემი გუნდის მოგება. არ მაინტერესებს, რას აკეთებენ სხვა გუნდები. როგორც "ბარსელონას" ფეხბურთელს, არასდროს მინდა, რომ ჩვენმა მთავარმა კონკურენტმა მოიგოს, მაგრამ ჩემი უპირველესი მიზანი ყოველთვის ჩემი გუნდის მოგებაა.

    - რას ფიქრობ ზიდანის წასვლაზე?

    - გამიკვირდა. ნამდვილად გამიკვირდა. ამას არ ველოდი. მას საამისო მიზეზები ექნებოდა. კარგია იმის ცოდნა, თუ როდის უნდა წახვიდე. მას ვერავინ უსაყვედურებს. არ ვიცი, რატომ წავიდა...

    - როგორც კაპიტანი, როგორ ფიქრობ, ვინ უნდა შეიძინოს "ბარსელონამ" მიმდინარე ზაფხულში?

    - მე არ ვარ ის ადამიანი, ვისაც ამის თქმა შეუძლია. ამ საკითხზე სხვები ზრუნავენ. გასული სეზონი შესანიშნავი იყო. მხოლოდ 3 თამაში წავაგეთ. ვიმეორებ, რომ სეზონის გათვალისწინებით რომში ასე წაგება უცნაური იყო.

    - არის ანტუან გრიზმანი ის, რაც კლუბს სჭირდება?

    - არ ვიცი, არის თუ არა ის პრიორიტეტი. მე ვიცი, რომ ჩემპიონთა ლიგის კვლავ მოსაგებად საუკეთესო ფეხბურთელები უნდა გვყავდეს და გრიზმანი ერთ-ერთი მათგანია. თუ კლუბი მას შეიძენს, შესანიშნავი იქნება. არ ვიცი, რა ხდება ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს სპორტული დირექტორებისა და მწვრთნელის საქმეა. მე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად საუკეთესო ფეხბურთელებია საჭირო, გრიზმანი კი ძალიან კარგია.



    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 12 ივნისი 2018 12:13

    2018-19 ში ყველაფერს მოვიგებთ

    გასულია

    5 - 11 ივნისი 2018 11:26

    მომავალ წელს მაგარი გუნდიც გვეყოლება და მოტივაციაც მაგარი გვექნება. ვალიკოს დასამტკიცებელი აქვს

    გასულია

    4 - 10 ივნისი 2018 23:54

    აუუ რა მაგარი თავმდაბალია ტიპი

    საიტზეა

    3 - 10 ივნისი 2018 20:49

    ამის ლაპარაკიდან ვასკვნი რო მომავალ სეზონში ლიგაზე გუნდებს კაის არაფერს დამართებს

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    2 - 10 ივნისი 2018 14:27

    Leosios acyvetili aqvs chempligaze

    --------------------
    Benzona
    გასულია

    1 - 10 ივნისი 2018 13:56

    მიდი ლეო კარიერის ბოლომდე კიდე 3 ლიგა უნდა დადო

    --------------------
    We 61D it !