"ბარსელონამ" ჟერარ დეულოფეუ 13 მილიონად გაყიდა

  • 10-06-2018, 12:40
  • "ბარსელონამ" ჟერარ დეულოფეუ 13 მილიონად გაყიდა

    "ბარსელონამ" და "უოტფორდმა" საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს და კატალონიელთა საკუთრებაში მყოფი ესპანელი შემტევი ჟერარ დეულოფეუ კარიერას ინგლისურ გუნდში განაგრძობს. ამ ინფორმაციას Sport ავრცელებს.

    წყაროს ცნობით, ყველა დეტალი უკვე შეთანხმებულია და ტრანსფერი მომდევნო კვირაში გაოფიციალურდება. გარიგების შედეგად, "ბარსელონა" 13 მილიონ ევროს მიიღებს.

    ჟერარ დეულოფეუ "ბარსელონას" სკოლის აღზრდილია. კატალონიელებმა ის ჯერ "ევერტონში" და "სევილიაში" გაანათხოვრეს, შემდეგ კი, იმავე "ევერტონს" 5 მილიონ ევროდ მიჰყიდეს. გასულ ზაფხულში, "ბარსამ" დეულოფეუ 12 მილიონ ევროდ გამოისყიდა და სეზონის მეორე ნახევარში ის "უოტფორდში" იჯარით გაუშვა.

    კატალონიელთა პირველ გუნდში დეულოფეუს სულ 23 თამაში და 2 გოლი დაუგროვდა.



    კომენტარები [ 9 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    9 - 12 ივნისი 2018 10:29

    წარმატებები ახალ კლუბში.პრინციპში რაღა ახალში

    გასულია

    8 - 10 ივნისი 2018 21:38

    რა 13 როცა 20ის აღებაა შესაძლებელი , ფუი ამათი ბიზნესის მასწავლებელი დავასაფლავე

    გასულია

    7 - 10 ივნისი 2018 20:44

    sob sob sob 13 მილიონადო აუ რა იდიოტების ხროვაა სათავეშიგვიშველეთ ვინმემ

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    6 - 10 ივნისი 2018 16:03

    მაგარი ხე ვინმეა;დ
    ამნაირი უნიჭოები საიდან იზრდებიან

    --------------------
    ★ FC Barcelona - Més que un club ★
    გასულია

    5 - 10 ივნისი 2018 13:35

    ციტატა: ferreira10
    მშვიდობით ლეგენდავ))

    კიდე მინიმუმ ხუთი ლეგენდაა გასაყიდი))

    ))))Arcerti legenda barsashi))
    #barcalegendebisgareshe ))

    გასულია

    4 - 10 ივნისი 2018 13:34

    იმენაააა ბარსელონა კი არა წნორის მილანიააა... რა სუსტი ხელმძღვანელობა ყვას.. ვინც რას ეტყვის და ვისაც რა მოუნდება ისე აკეთებენ.. გინდა ყიდვაში გინდა გაყიდვაშიი... ყველას უხრიან თავს.. რა 13 მილიონი 13 მილიონად ვისღა ყიდიან საერთოდ.

    გასულია

    3 - 10 ივნისი 2018 13:25

    20 იყო გამოსასყიდი და მაგ თანხაშიც ვერ გაყიდეს :დდ ყიდვითაც ხო წვალობენ და წვალობენ და გაყიდვაშიც სუსტები არიან :დ ამათმა თუ ჩვენი 29 წლის მეორე მეკარე 45 მილიონად გაყიდეს ტაშს დავუკრავ :დ

    --------------------
    https://www.youtube.com/watch?v=a50tIFaqzTE

    https://www.youtube.com/watch?v=pk1DQBruwnQ
    გასულია

    2 - 10 ივნისი 2018 13:12

    მშვიდობით ლეგენდავ))

    კიდე მინიმუმ ხუთი ლეგენდაა გასაყიდი))

    გასულია

    1 - 10 ივნისი 2018 13:12

    არადა 20-ის გამოწურვა შეიძლებოდა ამისგან მაგრამ 13იც არაა ცუდი

    --------------------
    Forca Barca!!!