ვერმალენის კონტრაქტის საკითხი მუნდიალის შემდეგ გადაწყდება

  • 10-06-2018, 12:33
  • ვერმალენის კონტრაქტის საკითხი მუნდიალის შემდეგ გადაწყდება

    Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, "ბარსელონა" ტომას ვერმალენთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე ფიქრობს, მაგრამ აჩქარებას არ აპირებს.

    ბელგიელ უკანახაზელს კატალონიელებთან ხელშეკრულება 2019 წლამდე აკავშირებს. გასულ სეზონში, ის, როგორც იქნა, ათამაშდა, მაგრამ "ბარსელონაში" დარწმუნებულები არ არიან, რომ 32 წლის ფეხბურთელმა ტრავმებთან დაკავშირებული პრობლემები საბოლოოდ მოაგვარა.

    გავრცელებული ცნობებით, კატალონიელები ვერმალენს მსოფლიოს ჩემპიონატზე დააკვირდებიან და ამის შემდეგ გადაწყვეტენ, შესთავაზონ თუ არა ბელგიელს ხელშეკრულების ერთი წლით გახანგრძლივება.



    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 - 12 ივნისი 2018 10:27

    ვერმალენს მართლა კარგი სერია ჰქონდა,მაგრამ კომპანის არ იყოს ტრავმებმა გატანჯა ეს კაცი

    გასულია

    2 - 10 ივნისი 2018 20:42

    რა გადაწყვეტა მაგას უნდა გაყიდეთ

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    1 - 10 ივნისი 2018 12:38

    სავარაუდოდ ერთი ცენტრ. მცველი მოგვყავს მარტო და მეოთხე მცველად რა თქმა უნდა ამის დატოვება სჯობს. მინა გაანათხოვრონ 1-2 წლით.

    --------------------
    6-1 ❤