პატრიკ კლუივერტი: ჩემი შვილის "ბარსელონას" დონის გუნდში გადასვლა ჯერ ადრეა

  • 10-06-2018, 11:00
  • პატრიკ კლუივერტი: ჩემი შვილის "ბარსელონას" დონის გუნდში გადასვლა ჯერ ადრეა

    "აიაქსის" თავდამსხმელის, ჯასტინ კლუივერტის მამა, "ბარსელონას" ლეგენდარული ფეხბურთელი, პატრიკ კლუივერტი მიიჩნევს, რომ მისი შვილი კატალონიურ კლუბში გადასასვლელად ჯერ მზად არაა.

    "ჩემი შვილის დიდ გუნდში გადასვლის დრო ჯერ არ დამდგარა. ის მხოლოდ მეორე წელია თამაშობს ჰოლანდიაში, ამიტომ მისთვის "ბარსელონას" დონის გუნდში გადასვლა პრიორიტეტული ვარიანტი არ უნდა იყოს. მას ნაბიჯ-ნაბიჯ, მშვიდად განვითარება სჭირდება, მაგრამ მე, როგორც მამა, მის ნებისმიერ არჩევანს მხარს დავუჭერ." - ციტირებს პატრიკ კლუივერტის სიტყვებს Ole.

    ჯასტინ კლუივერტს "აიაქსთან" კონტრაქტი 2019 წელს ეწურება. ამსტერდამულმა გრანდმა ფეხბურთელთან ახალ ხელშეკრულებაზე შეთანხმებას ჯერ ვერ მიაღწია. სავარაუდოდ, კლუბი 19 წლის თავდამსხმელს ზაფხულში გაყიდის.



    კომენტარები [ 3 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    3 - 10 ივნისი 2018 20:37

    ხოდა ამიტომაც უნდა ვიყიდოთ და დავტოვოთ 2 სეზონი კიდე აიაქსში

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    2 - 10 ივნისი 2018 11:36

    მოსაყვანია ეს ბიჭი და 1-2 წლით არენდით გაუშვან ესპანურ გუნდში ძალიან მაგარია მამას გავს

    --------------------
    5:0
    Messi 500
    გასულია

    1 - 10 ივნისი 2018 11:26

    მოგეხსენებათ, ამ გუნდის შემტევმა ლანსინიმ ტრავმა მიიღო და მუნდიალზე თამაშს ვერ შეძლებს.

    ხალხი ნაკრებში იკარდის გამოძახებას ელოდა, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა ნაკრებში "რივერ პლეიტის" ფეხბურთელს, ენცო პერესს უხმო.


    მაინც არ წაიყვანეს იკარდი გასაგებია თუ რატომაც მაგრამ . ჯობდა ეს პირადი შუღლი გადაედო გვერდზე მესის და წაეყვანა იკარდი ბოლოო ბოლო მუდიალის თასი დევს სასწორზე. სერია ა-ს ბომბარდირი გახდა ეგ კაცი, დიდი ძალა იქნებოდა ჩემი აზრით არგენტინისთვის .. ამ მძორი იგუაინის იმედი მტერს ქონდე უვკვე რამდენჯერ ჩააჯვა გეგმებში.