მასკერანო: არგენტინის ნაკრებმა მესის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს

  • 9-06-2018, 22:13
  • მასკერანო: არგენტინის ნაკრებმა მესის სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს

    "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი, ხავიერ მასკერანო, რომელმაც კატალონიური გუნდი გასული სეზონის მიმდინარეობისას დატოვა, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს იხსენებს და მოახლოებულ მუნდიალზეც საუბრობს. 

    "რაც ბრაზილიის მუნდიალზე მოხდა, იქამდე გამოცდილი არ გვქონდა. ეს, ნამდვილად, უნიკალური გამოცდილება იყო. ჩვენი თამაშის სტილი, სისტემა ჩემპიონატის მიმდინარეობისას ჩამოვაყალიბეთ. ამ ტურნირზე ყოველთვის ასე ხდება. ამას გაცნობიერებულად ვაკეთებდით და შედეგად, ფინალამდეც მივედით. შედეგის მიუხედავად, არგენტინამ, ალბათ, საუკეთესო მატჩი ჩაატარა. ერთი მიზნისთვის ბოლო წამამდე ვიბრძოდით. გერმანელთა გოლის მომენტმა კი დაამტკიცა ის, რომ ფეხბურთის ბედს დეტალები წყვეტს. ანდრე შურლემ ბურთის ჩაგდება ზუსტად იქ მოახერხა, სადაც ჩემი და პაბლო საბალეტას ყოფნის მიუხედავად, მცირე ცარიელი სივრცე იყო, იქ კი ბურთი მარიო გიოტცემ მიიღო... ეს მოულოდნელად მოხდა. 

    რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ჩვენი მთავარი სურვილია, ლეო მესი საუკეთესო ფორმაში იყოს. ამაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ყველასთვის ნათელია, რომ მისი მდგომარეობა საერთო გუნდის მდგომარეობას განაპირობებს, ასე რომ დანარჩენი ფეხბურთელების კონდიციებმა მისი სტანდარტები უნდა დააკმაყოფილოს". - ციტირებს მასკერანოს სიტყვებს The Guardian. 





    კომენტარები [ 7 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    7 - 10 ივნისი 2018 11:45

    მასკე და ლეო აწევენ მუნდიალის თასს

    გასულია

    6 - 9 ივნისი 2018 23:58

    ლანსინისთან ერთად ბანეგაც დაიმტვრა??? იცით ვინმემ?

    გასულია

    5 - 9 ივნისი 2018 23:12

    მე დიდი იმედი მაქვს არგენტინის და მჯერა რო მსოფლიოს მოიგებს ვამოს ვამოოოოოოოს

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    4 - 9 ივნისი 2018 22:58

    :) ფინალი არგენტინა-ბრაზილია გაასწორებს მაგრად :)))))

    გასულია

    3 - 9 ივნისი 2018 22:41

    ბარსა ვეღარ აკმაყოფილებს მაგას

    --------------------
    We 61D it !
    გასულია

    2 - 9 ივნისი 2018 22:28

    ციტატა: Footballista
    Wels arhentina 2002 wlis braziliasavit iqneba

    იმედია))

    გასულია

    1 - 9 ივნისი 2018 22:17

    Wels arhentina 2002 wlis braziliasavit iqneba