ერიკ აბიდალს 3 სატრანსფერო პრიორიტეტი აქვს

  • 9-06-2018, 17:15
  • ერიკ აბიდალს 3 სატრანსფერო პრიორიტეტი აქვს

    "ბარსელონას" ახალი სპორტული დირექტორის, ერიკ აბიდალის საამზაფხულო პრიორიტეტების სია სამპუნქტიანია.

    Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, ფრანგს სამი საკითხი აქვს მოსაგვარებელი: ანტუან გრიზმანისა და კლემან ლანგლეს ტრანსფერები და არტურის "ბარსელონაში" ზაფხულში გადმოყვანა.

    ანტუან გრიზმანისა და კლემან ლანგლეს შემთხვევაში, "ბარსელონა" მზადაა გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს. "სევილიას" მცველის ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია, გრიზმანის შემთხვევაში კი კითხვის ნიშნები არსებობს - ფრანგს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

    რაც შეეხება არტურს - "ბარსელონას"  ახალგაზრდა ბრაზილიელი ნახევარმცველის იანვარში ყიდვის უფლება მოპოვებული აქვს, მაგრამ კატალონიელებს ტრანსფერის დაჩქარება და მისი ზაფხულში განხორციელება სურთ.



    კომენტარები [ 6 ]

    ინფორმაცია
    მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, ამ მასალაზე კომენტარის დამატების უფლება არ აქვთ.
    გასულია

    6 - 10 ივნისი 2018 14:15

    ბარსას ცენტრს კრეატივი ჭირდება. რაკიტიჩი უსიცოცხლო ნახევარმცველია რომელსაც კედლის გათამაშების მეტი არაფერი შეუძლია. პიანიჩI კიდე იგივე ვარიანტია. ერიქსენი საუკეთესოა მაგრამ შეუძლებელი მაგის ყიდვა. ისევ არტური ჯობია და 4-4-2 ითამაშებენ ფლანგებზე დემბელე კოუტინიო

    გასულია

    5 - 10 ივნისი 2018 11:32

    სამივე გააძლიერებს გუნდს.

    გასულია

    4 - 9 ივნისი 2018 22:09

    ლანგლე ძალიან კარგი შენაძენი იქნება, თან მცველი გვჭირDება. გრიზმანზე აგარაფერს ვამბობ.. არტურის ნაცვლად გამოცდილი ნახევარმცველი უფრო ჭირდება ბარსას დგეს მაგალითად ერიქსენი ან პიანიჩი.

    გასულია

    3 - 9 ივნისი 2018 18:21

    არტური გრიზმანი ლანგლე და დიდი ალბათობით ტიაგო მშვენიერი ტრანსფერებია

    --------------------
    1991-92 2005-06 2008-09 2010-11 2014-15 to be continued
    გასულია

    2 - 9 ივნისი 2018 17:48

    ციტატა: Messiah
    არგენტინას ლანსინი და ბანეგაც დაემტვრა ..:დ მდა

    ჯგუფიდან თუ გავიდნენ ძალიან კარგი შედეგი იქნება :))))))))

    --------------------
    5:0
    Messi 500
    გასულია

    1 - 9 ივნისი 2018 17:30

    არგენტინას ლანსინი და ბანეგაც დაემტვრა ..:დ მდა

    --------------------
    We 61D it !